თარგმანი: ესეცა მაუწყებელი იყო ზუცად აღსლვისაჲ, რამეთუ ღრუბელმან შეიწყნარა, რაჲთა სრულ იქმნეს სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარმედ: "დადვა ღრუბელი აღსავალად თჳსა" (), რამეთუ ვერცა ერთიღაჲ სხუაჲ დაჯდების ღრუბელსა ზედა, ვითარ-იგი გესმის ესაიაჲსგან: "აჰა, ესერა, ზის ზედა ღრუბელსა სულ-მცირესა" (). ესრეთ უკუე ღრუბლისა მიერ შეწყნარებასა მისსა ხედეიდეს მოწაფენი და სხუასა უმაღლეს ვერღარას განიცდიდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:9
8. არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.9. და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაჲ იგინი, და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა.10. და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1