მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:4

3. და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი.4. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას.5. და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12
4. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას.
თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა, რამეთუ იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა, და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას (12,3-4).:

თარგმანი: არა ესე არს საქმე მეფისაჲ, რაჲთა შფოთსა ერისასა აღაზრზენდეს მკლველობისათჳს, არამედ რაჲთა აყენებდეს და განაკრძალებდეს მათ. ხოლო ესე აღრიპპა ჰეროდე სხჳსა ჩჩჳლთმკლველობასა ჰბაძავს, და კულად სხჳსა ჰეროდესსა — მოკლვასა წინამორბედისასა, სიკუდილითა იაკობისითა და შეპყრობითა პეტრესითა. და ამას ჰყოფს დღესასწაულსა მას უცომოებისასა, რომელსა ჰურიანი ფასეკ უწოდდეს, რაჲთა უმეტეს მოიმადლოს სიმრავლე იგი მედღესასწაულეთა მათ ჰურიათაჲ, რომელთა-იგი წყურილი უწყოდა სიკუდილისათჳს პეტრესსა, რამეთუ მას ხედვიდეს თავად მბრძოლთა და მახჳლად ბანაკისა მოციქულთა, ბრძოლად მათდა განწყობილთაჲსა. გარნა შენ იხილე ჰურიათაჲ, ვითარ მკლველობისა ბრალსა არა ერიდებიან, ხოლო დღეთა დღესასწაულისათა იზმნიან საჩუენებელად კაცთა, და გარეგან დღესასწაულისა, ქმნითა სისხლის-მსუმელობისაჲთა სირცხჳლსა თჳსსა ჰფარვენ უმრავლესისა ერისაგან. ამისთჳს აღრიპპა სცავს მოციქულსა ოთხთა მიერ ოთხეულთა, რომელ არიან ათექუსმეტნი კაცნი, რომელნი-იგი ოთხ-ოთხი ოთხად განიყოფდეს ცვასა ღამისასა, რაჲთა უფრთხილესად სცვიდენ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის