მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:5

4. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას.5. და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს.6. რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12
5. და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს.
თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა, ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფვოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს (12,5).:

თარგმანი: ვინაჲთგან მოსალოდებელ იყო მსგავსადვე იაკობისსა მოკლვაჲ პეტრესიცა, ამისთჳს ყოველნი ეკლესიანი მორწმუნეთანი თჳსად-თჳსად ლოცვასა ჰყოფდეს და შევრდომით ითხოვდეს ღმრთისაგან ცხორებასა ტკბილისა მის და სახიერისა მოძღურისასა.

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მხნეობა, სიფხიზლე და წმინდანთა ლოცვა:

...ი ღირსნიც არ იყვნენ, უფრო ზუსტად კი — მისი თანასწორნიც არა; შენ კი ამბობ: „რად მჭირდება ლოცვა?“ პეტრეს არ უთქვამს: „რად მჭირდება ლოცვა?“ რადგან ნათქვამია: „ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს“ (); შენ კი ამბობ: „რად მჭირდება ლოცვა?“ სწორედ ამიტომ გჭირდება, რადგან გგონია, რომ არაფერი გჭირდება. პავლესავითაც რომ გახდე, ლოცვა მაინც გჭირდება. „ნუ აიმაღლებ თავს, რათა არ დამდაბლდე“3; არამედ, როგორც ვთქვი, თუ ჩვენ თვითონაც მოქმედნი ვართ, თქვენთვის აღვლენილი ლოცვებიც ნაყოფს გამოიღებს. მოისმინე პავლე, რომელიც ამბობს: „რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა“ (); და კვლავ: **„თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი...

სრულად ნახვა