თარგმანი: ვინაჲთგან ვითარცა თჳთ იტყჳს მოციქული, არა მუნ უნდა ხარებაჲ ქრისტესი, სადა სმენილ იყო ქრისტე, რაჲთა არა სხჳსა საფუძველსა ზედა აშენებდეს, არამედ მუნ, სადა ყოვლად არა სმენილ იყო მისთჳს. ამისთჳს არა იერუსალემს და სხუათა ადგილთა, არამედ ანტიოქიას პისიდიისასა იწყო პირველად დასაბამსა სიტყუათა თჳსთასა, და პირველად ჴელი განუყარა, რაჲთა დადუმნენ, რამეთუ ესეცა ჩუეულებაჲ იყო ჰურიათა შორის, და ეგრეთღა იწყო სიტყუად:
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:16
15. და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინაწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ.16. აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა: კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ!17. ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13