თარგმანი: ვინაჲთგან ათერთმეტთა ეხილვა შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა, ამისთჳს მათ მოიყვანებს მოწამედ და გალილეაჲთ აღმოყოლილად უწოდს, რამეთუ მრავალ დღე ორმეოცთა მათ დღეთა უწოდს ვიდრე ამაღლებამდე. და სხუათასა მას ხილვასა დაიდუმებს, ჩუენებითურთ მისით, რომელ ეჩუენა გზასა დამასკოჲსსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:31
30. ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით,31. რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსულ იყვნეს გალილეაჲთ იერუსალჱმდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ.32. და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13