მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:32

31. რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსულ იყვნეს გალილეაჲთ იერუსალჱმდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ.32. და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ.33. ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ შენ და მე დღეს მიშობიე შენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13
32. და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ, ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: "ძე ჩემი ხარი შენ და მე დღეს მიშობიე შენ" (13,32-33).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ მამათა მიიღეს აღთქუმაჲ, ხოლო თქუენ შვილთა — სრულებაჲ საქმისაჲ, რომელ არს ჴორცთა შესხმაჲ სიტყჳსაჲ, რომლისათჳს მამაჲ ჴმობს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ პირველ საუკუნეთა, თანა-დაუსაბამოჲ ღმრთეებითა, და მევე დღეს, აღსასრულსა ჟამთასა, სათნო-ვიყავ ქუეყანასა ზედა ჴორცითა შობაჲ შენი; რამეთუ კაცობრივსაცა ამას შობასა ძისასა მიიჩემებს მამაჲ, ვითარცა მისითა სათნო-ყოფითა ქმნილსა. გარნა ვინაჲთგან ვიეთნიმე სახელსა იესუჲსსა ორ-ძეობად განჰკუეთენ, ერთსა — ღმრთისა და მამისაგან, და მეორესა - ქალწულისაგან, ამათ პირსა დაუყოფს, თქუას რაჲ, ვითარმედ: ერთი და იგივე სიტყუაჲ და ძე ჩემი ხარ, რომელი-ეგე დღეს მიშობიე ჟამიერად, განგებულებით და სათნო-ყოფით. და რომელი პირველ ჟამთა და საუკუნეთა გშევ ბუნებით და არსებით, იგივე და ერთი ძე განუყოფელი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის