თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ მამათა მიიღეს აღთქუმაჲ, ხოლო თქუენ შვილთა — სრულებაჲ საქმისაჲ, რომელ არს ჴორცთა შესხმაჲ სიტყჳსაჲ, რომლისათჳს მამაჲ ჴმობს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ პირველ საუკუნეთა, თანა-დაუსაბამოჲ ღმრთეებითა, და მევე დღეს, აღსასრულსა ჟამთასა, სათნო-ვიყავ ქუეყანასა ზედა ჴორცითა შობაჲ შენი; რამეთუ კაცობრივსაცა ამას შობასა ძისასა მიიჩემებს მამაჲ, ვითარცა მისითა სათნო-ყოფითა ქმნილსა. გარნა ვინაჲთგან ვიეთნიმე სახელსა იესუჲსსა ორ-ძეობად განჰკუეთენ, ერთსა — ღმრთისა და მამისაგან, და მეორესა - ქალწულისაგან, ამათ პირსა დაუყოფს, თქუას რაჲ, ვითარმედ: ერთი და იგივე სიტყუაჲ და ძე ჩემი ხარ, რომელი-ეგე დღეს მიშობიე ჟამიერად, განგებულებით და სათნო-ყოფით. და რომელი პირველ ჟამთა და საუკუნეთა გშევ ბუნებით და არსებით, იგივე და ერთი ძე განუყოფელი.
32. და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ.33. ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ შენ და მე დღეს მიშობიე შენ.34. ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და არღარა ეგულებოდა მიქცევაჲ განსახრწნელად, ესრეთ თქუა, ვითარმედ: მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13