მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:41

40. იხილეთ, ნუუკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ:41. იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ და გიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ.42. და ვითარცა ეგულებოდა მათ განსლვაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ჰლოცვიდეს მათ წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა თხრობად მათდა სიტყუათა ამათ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13
41. იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ და გიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იხილეთ, ნუ-უკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელთა შინა: იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ, დაგიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა. საქმესა, რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ (13,40-41).:

თარგმანი: ვინაჲთგან ქრისტეს მიერ ყოფადი შენდობაჲ ცოდვათაჲ ახარა, აწ პატიჟსა უთხრობს ესევითარისა ამის მადლისა შეურაცხის-მყოფელთასა, სიტყუათაგან ამბაკუმისთა, რომელი-ესე მაშინ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, რაჟამს სულმოკლე და მწუხარე იქმნა უმშჯავროებასა ზედა ისრაელისა მსაჯულთასა, და ეტყოდა ღმერთსა: "რაჲსათჳს-მე მიჩუენენ მე შრომანი ხილვად უბადრუკებაჲ და უღმრთოებაჲ მათგან, რომელნი უშჯულოებენ იერუსალემს შინა" (). ამას იტყოდა დრტჳნვით სულგრძელებათა მიმართ და ძჳრუჴსენებელობათა ღმრთისათა, ვითარმცა მათ მიერ განლაღებულ იყვნეს უშჯულონი. ხოლო ღმერთმან ყოფადთა საქმეთა წინაჲსწარ ცნობითა ნუგეშინის-სცა ურვასა მისსა, და მისითავე პირითა იწყო სიტყუად მათდა მიმართ, რომელთათჳს-იგი დრტჳნვიდა: იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ, დაგიკჳრდინ და უჩინო იქმნენით. რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა, რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: შენ მეტყჳ წინაჲსწარმეტყუელო, რაჲთა ვტანჯნე შეურაცხის-მყოფელნი, გარნა ძე არა ტანჯვითა განვეცხადები ჯერეთ, არამედ საქმითა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის