თარგმანი: იხილე სიბრძნე პავლეს სიტყუათაჲ, ვითარ წყურიელ ყვნა კაცნი იგი ვედრებად თჳსსა, რაჲთა სხუასაცა შაბათსა მიუთხრას მათ ნეშტი თხრობისაჲ მის, რომელი მან ნებსით დაუტევა უსრულად, რაჲთა ძიების მოყუარე ყოს გონებაჲ მათი სწავლად ღონესა, თუ ვითარ მიემთხჳნენ ბრალთა შენდობასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:42
41. იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ და გიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ.42. და ვითარცა ეგულებოდა მათ განსლვაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ჰლოცვიდეს მათ წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა თხრობად მათდა სიტყუათა ამათ.43. და ვითარცა განუტევეს კრებული იგი, მისდევდეს მათ მრავალნი ჰურიათაგანნი და მორწმუნეთა მათ მწირთაგანნი პავლეს და ბარნაბას, ხოლო იგინი ეტყოდეს მათ და არწმუნებდეს მტკიცედ დადგრომად მადლსა მას ზედა ღმრთისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13