თარგმანი: პაფოჲ საზღვარი არს სალამინით დაწყებისაჲ და ვიდრე მისდამდე გარე-მოვლისაჲ, რამეთუ ზოგად ყოველი ჭალაკი მოვლეს, გარნა აქაცა მსგავსი სიმონ მოგჳსაჲ ესეცა ჰურიათაგანივე მოგჳ, ცრუ წინაჲსწარმეტყუელი, რომლისაჲ ერწმუნა ანთჳპატსა პატივით, რომლისა მრჩობლ იყვნეს სახელნი — სერგი და პავლე. რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს უტყუელთა მომთხრობელთაჲ, რაჲთა სახელნიცა საკუთარი და ნართაული პატივითურთ მისით აღწერნენ, რომლისათჳს თხრობასა ჰყოფდენ. ამის ანთჳპატისა გონიერებაჲ ამით წამებულ არს, რამეთუ წინა-დაეპყრნეს ყურნი მისნი ცრუ წინაჲსწარმეტყუელისა მის მოგჳსა სიტყუათა, არამედ ეგრეცა არა დაყენებულ იქმნა მოსწრაფებით ძიებად, რაჲთა ისმინნეს სიტყუანი ღმრთისანი ქადაგთაგან ჭეშმარიტებისათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:6
5. და შე-რაჲ-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის ჰურიათასა; თანა ჰყვანდა იოვანეცა მსახურად.6. და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინაწარმეტყუელი, ჰურიაჲ, რომლისა სახელი ბარიისუ,7. რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13