თარგმანი: პაფოჲ საზღვარი არს სალამინით დაწყებისაჲ და ვიდრე მისდამდე გარე-მოვლისაჲ, რამეთუ ზოგად ყოველი ჭალაკი მოვლეს, გარნა აქაცა მსგავსი სიმონ მოგჳსაჲ ესეცა ჰურიათაგანივე მოგჳ, ცრუ წინაჲსწარმეტყუელი, რომლისაჲ ერწმუნა ანთჳპატსა პატივით, რომლისა მრჩობლ იყვნეს სახელნი — სერგი და პავლე. რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს უტყუელთა მომთხრობელთაჲ, რაჲთა სახელნიცა საკუთარი და ნართაული პატივითურთ მისით აღწერნენ, რომლისათჳს თხრობასა ჰყოფდენ. ამის ანთჳპატისა გონიერებაჲ ამით წამებულ არს, რამეთუ წინა-დაეპყრნეს ყურნი მისნი ცრუ წინაჲსწარმეტყუელისა მის მოგჳსა სიტყუათა, არამედ ეგრეცა არა დაყენებულ იქმნა მოსწრაფებით ძიებად, რაჲთა ისმინნეს სიტყუანი ღმრთისანი ქადაგთაგან ჭეშმარიტებისათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:7
6. და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინაწარმეტყუელი, ჰურიაჲ, რომლისა სახელი ბარიისუ,7. რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა.8. ხოლო უჴდებოდა მას ელჳმას, მოგჳ იგი, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი, და ეძიებდა გარდაქცევასა ანთჳპატისასა სარწმუნოებისაგან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13