თარგმანი: ვიდრემდის სხუათა ადგილთა ჭალაკისათა ქადაგებდეს, არა წინა-აღუდგა, არამედ ოდეს მოვიდეს ანთჳპატისა, მაშინღა წინა-აღუდგა მოციქულთა მოგჳ იგი ბარ-იისუ, ესე იგი არს ძე ისოჲსი, ელჳმად სახელ-დებული მოგუ-ყოფისათჳს, რამეთუ ელჳმას მოგუად გამოითარგმანების ენისაგან ებრაელთაჲსა, და კუალად განდგომილადცა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:8
7. რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა.8. ხოლო უჴდებოდა მას ელჳმას, მოგჳ იგი, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი, და ეძიებდა გარდაქცევასა ანთჳპატისასა სარწმუნოებისაგან.9. ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13