თარგმანი: ესრეთ ეტყჳან, ვითარმედ: რომელსა-ესე თქუენ ჰყოფთ ჩუენდა მომართ პატივად, ამას ჩუენ ამაოება და საცთურ უწოდთ. და ამისთჳს მოსრულ ვართ, რაჲთა დაგაყენნეთ არა ხოლო ჩუენდა ზორვად, არამედ არცაღა სხჳსა ვისსა ცუდ-სახელთა მათ ღმერთთა თქვენთაგანისა, რამეთუ ერთ არს მხოლოჲ ღმერთი, შემოქმედი ყოველთა ხილულთა და უხილავთაჲ, რომელი-იგი არაოდეს აიძულებს თჳთმფლობელობასა კაცთასა უნებლიეთ შედგომად მისსა, რამეთუ ნებსითსა ყოველსა შეუდგს მიღებაჲ სასყიდელისაჲ. ამისთჳს მან თავადმან მიუშუა პირველ წარსრულთა მათ ნათესავთა, ქმნად ნებასა გულთა მათთასა. და ამით გარდაჰმატა სახიერებაჲ თჳსი, რამეთუ განდგომილთა მათ მისგან ნაცვალად ტანჯვისა კეთილსა უყოფს უხუებით მინიჭებითა წჳმისა და ჰაერთა ნაყოფის გამომღებელთაჲთა, რომელსა ჰყოფს დღითი-დღე და ჟამითი-ჟამად, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ, რომელი აწ იპყრობს და ჰმართებს დაბადებულთა, იგივე არს შემოქმედი და დამბადებელი მათი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 14:17
16. რომელმან-იგი წარსრულთა მას ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზასა ნებისა მათისასა,17. და არავე უწამებელად დაუტევა ქველის მოქმედებაჲ იგი მისი, ზეცით გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა.18. და ესე რაჲ წართქუეს, ძნიად დააცხრვეს ერი იგი არა ზორვად მათდა, არამედ კაცად-კაცადი წარსლად ვანად თჳსა. და ვიდრე-ღა იქცეოდეს იგინი მუნ და ასწავებდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 14