მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:15

14. და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თჳატირისაჲ, მსახური ღმრთისაჲ და იყო მუნ და ესმოდა, რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა.15. და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და გუაიძულა ჩუენ.16. და იყო, ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ ლოცვად, მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16
15. და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და გუაიძულა ჩუენ.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და გუაიძულა ჩუენ (16,15).:

თარგმანი: გულისჴმა-ყავ ვითარმედ პირველად ჯერ-არს განსწავლაჲ კაცთაჲ სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და უკუეთუ ჰრწმენეს, —მაშინღა ნათლის-ცემაჲ ვითარ-ესე აწ დედაკაცსა ამას პირველად ესმნეს და ჰრწმენნეს სიტყუანი პავლესნი და ეგრეთღა ნათელ-იღო ყოვლით სახლეულითურთ. და მაშინღა იკადრა მიწოდებაჲ მოციქულთაჲ ვანად თჳსსა. ხოლო იგინი დროებდეს ვიდრე იძულებამდე, რაჲთა განაცხადონ უმეტესი გულსმოდგინებაჲ დედაკაცისაჲ მის, და რაჲთა მტკიცედ იპყრან მოძღურებაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ: გამოიკითხეთ პირველად, და ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის