თარგმანი: ვითარ-იგი ღმერთი მოგუთა არა წინაჲსწარმეტყუელთა, არამედ ვარსკულავისა მიერ ექადაგა, რამეთუ ვარსკულავთმრიცხუველ იყვნეს, ეგრეთვე პავლე ათინელთა არა საღმრთოთა წერილთაგან ეტყჳს, რომელსა-იგი არა შეიწყნარებდეს, არამედ თჳთ მათთავე ბომონთა ზედა-წარწერილისაგან მიიღებს ძალსა დიდისა ქადაგებისასა, რაჲთა ჩუენ გუასწავოს, ვითარმედ უკუეთუ მან არა უღირს-იჩინა ზედა-წარწერილი იგი საწარმართოჲსა ბომონისაჲ ჟამიერად ჴუმევად ძალად ქადაგებისა, ფრიად უფროჲს ჩუენ გჳღირს არა თანა-წარსლვაჲ ზედა-წარწერილსა ფსალმუნთა გინა საღმრთოთა წერილთა საკითხავთასა, რომელთა ძალისა მაუწყებელ ყო ზედა-წარწერილი იგი მადლმან სულისა წმიდისამან, უკუეთუ ოდენ ვინ გონიერად აღმოიკითხოს. ხოლო ბომონისა მის ათინელთაჲსა ზედა-წარწერილისა უწყებაჲ მიზეზისაჲ ესე არს: ვინაჲთგან ათინელნი არა ერთსა ოდენ, არამედ მრავალთა ღმერთთა ჰმსახურებდეს, და უახლესთა და უახლესთა მოპოვნებასა ძუელთა თანა შეაერთებდეს, ამისთჳს განიზრახეს და თქუეს: აჰა ესერა დღითი-დღე უახლესსა ღმერთსა ვისწავებთ, რამეთუ რომელიმე პაპთა და რომელიმე მამათაგან ჩუენთა და რომელიმე აწ ჩუენ მიერ ცნობილ იქმნა, რომელიმე ეგჳპტით...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:23
22. მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ.23. რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა. აწ უკუე რომელსა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ,24. ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳრდებულ არს,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17