მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:18

17. და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, – იტყჳს უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო,18. და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინასწარმეტყუელებდენ.19. და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ;
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2
18. და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინასწარმეტყუელებდენ.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაჲსწარმეტყუელებდენ (2,18).:

თარგმანი: არა იტყჳს ჟამსა განჩინებულად, რამეთუ თჳთ მიფენაჲ იგი სულისაჲ და საქმე სასწაულთაჲ კმა არს მაუწყებელად, თუ ოდეს იქმნა წინა-მოსწავებული ესე; ოდეს-ესე არს მამაკაცება, არცა დედაკაცება, მონება გინა აზნაურება, რჩევა მამაკაცისა გინა დედაკაცისა. არამედ რომელიცა ჭეშმარიტებით და ერთგულებით ჰმონებდეს უფალსა, მიენიჭების მადლი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა წინაჲსწარმეტყუელ იყოს; რაჟამს მარადის შურებოდის და არაოდეს დაშურებოდის სასოებითა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲთა, რომელი-ესე არს თავ ყოველთა წინაჲსწარმეტყუელებათა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის