თარგმანი: იხილე, ჵ მორწმუნეო, და სახე განიგე პეტრესგან, ვითარ სიტყჳთა უფლისაჲთა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ დაჰჴსნის წინააღმდგომსა. და შენცა, რაჟამს წინა-გიყოს მწვალებელმსნ სიტყუაჲ საძიებელი, ნუ სიტყუა-მეტნობითა და ენა-მჭევრობითა, არამედ წამებითა წმიდათა წერილთაგან შემოღებულითა წინა-აღუდგებოდე, რამეთუ მოპოვნებული ყოველი დაიჴსნების, ხოლო წერილისა დაჴსნად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ ჴმასა ღმრთისასა ვინ-მცა უძლო დაჴსნად! და კუალად ესეცა ისწავე, რაჲთა, რომელიცა უფროჲს შესაწყნარებელ უჩნდეს წინააღმდგომსა ძუელთა გინა ახალთაგანი, მიერცა შემოიღებდე სიტყუასა. ვითარ-ესე ხედავ; რამეთუ არა გესმის პეტრესგან, ვითარმედ: "ქრისტემან აღგჳთქუა მოვლინებაჲ სულისაჲ". და ესე თუმცა ეთქუა, მყის გარე-მიაქცევდეს მსმენელნი იგი სიტყუათა მათ მისთა. ამისთჳს მამისა მიერ შემოიღებს სიტყუასა წინაჲსწარმეტყუელებისაგან იოველისსა, რომლისა სახელი გამოითარგმანების "უფლისა ღმრთისად", და ძუელად თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებით უკუანაჲსკნელთა დღეთათჳს — აწ საქმე აღსრულებულად უჩუენებს, რაჲთა სიტყუანი საქმით სარწმუნო...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:17
16. არამედ ესე არს თქუმული იგი იოელ წინასწარმეტყუელისა მიერ:17. და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, – იტყჳს უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო,18. და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინასწარმეტყუელებდენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2