თარგმანი: წინა-უსწრო მეორედ მოსლვისასა მას ყოფად განჩინებულსა დამოცჳვნებასა მნათობთასა, ჯუარ-ცუმასა უფლისასა ქმნილმან მზისა დაბნელებამან, ხოლო მთოვარისა სისხლად გარდაქცევაჲ, დაღაცათუ მახარებელთა მიერ არა აღწერილ არს, არამედ სარწმუნო არს ესაიაჲს წინაჲსწარმეტყუელებისაგან, ვითარმედ: "შევჰმოსო ცასა ბნელი და დავდვა ვითარცა ძაძაჲ შესამოსელი მისი" (). ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ უკუეთუ ცაჲ დაბნელდა, ნუ-უკუე და მთოვარეცა აჩუენებდა ნიშსა რასმე ვნებისასა გარეგან წესთა თჳსთა, რაჲთა ყოველთა დაბადებულთა თანა ევნებოდის ვნებასა მას ზედა ყოველთა დამბადებელისასა.
და კუალად ესევე მზისა გარდაქცევაჲ ბნელად და მთოვარისაჲ - სისხლად, ჟამთა მათცა იქმნა ჰურიათა ჰრომთა მიერ წარტყუენვისათა, ვითარ-იგი მრავალსა რას ესევითარსა მოგჳთხრობს მათთჳს იოსიპპოს, რაჟამს-იგი ზეცით და ქუეყანით იმხილებოდეს ნიშებითა და სასწაულებითა და სიმრავლისაგან განსაცდელთა მათთაჲსა ვერცაღა მნათობთა განიცდიდეს, არამედ ყოველივე ბნელ იყო მათთჳს: ღამე — უკუნ, და დღე — უწყუდიადეს ბნელისასა. და ესე იყო ცოცხალთათჳს,რამეთუ მკუდართა ყოველთათჳსვე ცხად...