თარგმანი: აქა ცხად ჰყოფს, ვითარმედ ნებითა მამისაჲთა წინა საუკუნეთა განგებულ იყო სიკუდიდ მიცემაჲ მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა ჩუენთჳს განკაცებულისაჲ, რომელი აღსასრულსა ჟამთასა საქმით იქმნა, რაჟამს პილატეს მიცემული მიიყვანეს იგი მჴედართა, რამეთუ დაღაცათუ მათ ჯუარს-აცუეს, არამედ ჰურიანივე იყვნეს მკლველ, რომელთა მისცეს იგი პილატეს სიკუდიდ. ამისთჳს ზოგად უშჯულო იყვნეს ჴელნი იუდაჲსი, რომელმან ჰურიათა განსცა და ჰურიათაჲ. რომელთა პილატეს მისცეს შემშჭუალვად ჯუარსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:23
22. კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით,23. ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისაჲთა განცემითა ჴელთა უსჯულოთაჲთა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და მოჰკალთ,24. რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰჴსნნა სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2