თარგმანი: ნუმცა გიკჳრს მამისა მიერ აღდგინებაჲ, რამეთუ ღმერთი მამაჲ თჳსითა ძალითა აღადგენს ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა სიტყუამან ღმრთისამან, ხოლო ძალ ღმრთისა მამისა არს ძე მხოლოდშობილი, უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე, რომლისა ჴორცნი შთანთქნა რაჲ სიკუდილმან, განეწონა სამჭედური ღმრთეებისაჲ, ვიდრემდის ვითარცა მუცელ-ქუმულსა ელმოდა, ვიდრე დაჴსნადმდე სალმობათა მისთა, რაჟამს აღდგომისა მიერ იქმნა პირმშო მკუდრეთით მჴსნელი ჩუენი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:24
23. ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისაჲთა განცემითა ჴელთა უსჯულოთაჲთა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და მოჰკალთ,24. რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰჴსნნა სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ.25. რამეთუ დავით იტყჳს მისთჳს: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2