თარგმანი: მარადის ესევითარი ღონე უჴმს მოძღუართა, რაჲთა სიტყუათა მხილებისათა სიტკბოებითა რაჲთმე მოქენეობისაჲთა განჰზავებდენ, ვითარ-ესე აწ ჰყოფს პეტრე ერისა მიმართ ჰურიათაჲსა. და ვითარ-იგი პირველ წინამორბედი "ნაშობ იქედნისა" ეგრეთვე ესე "ნათესავ დრკუ" უწოდს.
39. რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და ყოველთა შორიელთაჲ, რაოდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩეუნმან.40. და სხჳთაცა მრავლითა სიტყჳთა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: ცხოვნდით ნათესავისა ამის დრკუჲსაგან.41. და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი, ნათელ-იღეს და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2