თარგმანი: ვინაჲთგან სახლსა შინა იყო ჴმაჲ იგი ზეცით ოხრისაჲ, ამისთჳს გარე მყოფნი მუნ შეისწრაფდეს ხილვად, რამეთუ შეშფოთებულ იყვნეს და ჰგონებდეს, ვითარმედ აწვე მიეჴადების მათ პატიჟი ქრისტეს მკლველობისაჲ, რამეთუ მხილებითა სჳნიდისისაჲთა, ვითარცა წინაშე თუალთა, აქუნდა მოსისხლეობაჲ თჳსი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 2:6
5. ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე.6. და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი.7. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 2