მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:19

18. და ვითარცა მოვიდეს მისა, ჰრქუა მათ: თქუენ იცით პირველ დღითგან, ვინაჲთგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა,19. და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა, რომელნი შემემთხუეოდეს მე ძჳრის ზრახვათაგან ჰურიათაჲსა.20. ვითარ-იგი არარაჲ დავაყენე უმჯობესი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე თქუენ ერსა წინაშე და სახლსა შინა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20
19. და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა, რომელნი შემემთხუეოდეს მე ძჳრის ზრახვათაგან ჰურიათაჲსა.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა. და ვითარცა მოვიდეს მისსა, ჰრქუა მათ: თქუენ იცით პირველ დღითგან, ვინაჲთგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა, და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა, რომელნი შემემთხუეოდეს მე ძჳრის ზრახვათაგან ჰურიათაჲსა. ვითარ-იგი არარაჲ დავაყენე უმჯობესი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე თქუენ ერსა წინაშე და სახლსა შინა, და უწამებდ ჰურიათა და წარმართთა ღმრთისა მიმართ სინანულსა და სარწმუნოებასა უფლისა მიმართ ჩუენისა იესუ ქრისტესა (20,17-21).:

თარგმანი: დაღათუ ისწრაფდა თანა-წარსლვად, არამედ არცა ეგრეთ უღუაწად დაუტევნა ეფესელნი, არამედ მელიტონით მიავლინა და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა. ხუცად უწოდდიან მაშინ ჯერეთ ეპისკოპოსთაცა და ეპისკოპოს — ხუცესთა, რამეთუ არღა მიეღო თჳსაგანი განრჩევაჲ სახელთა ამათ. ვინაჲცა აწ, მო-რაჲ-ვიდეს პავლესსა ეპისკოპოსნი და ხუცესნი ასიელთანი, მსგავსად სამოელისსა, ესეცა იჯმნის ერისაგან, და მათითავე მოწამედ შემოყვანებითა მოაჴსენებს მათ თჳსსა სიმდაბლესა ყოველთა მიმართ; რამეთუ იყვის ვინმე მდაბალ მაღალთა მიმართ და მაღალ — მდაბალთა; და კუალად, სხუაჲ მაღალთა მიმართ მაღლოინ, ხოლო მდაბალთა მიმართ დამდაბლდებინ. და ესევითართა არა მოუგიეს ყოველი სიმდაბლე, რამეთუ ესე არს მონებაჲ უფლისაჲ ყოვლითა სიმდაბლითა, რაჲთა სწორებით ყოველთა კაცთა მიმართ მდაბალ იყოს. ესრეთ უკუე მოციქულმან ყოველსა შინა სიმდაბლე თჳსი მსმენელთა მიერ წამებულ ყო, რაჲთა არცაღა ვინ სიტყუანი ესე აწინდელნი შეურაცხნეს მას ზუაობით სიქადულად. ამისსა შემდგომად ჭირთა თავს-დებასა და განსაცდელთა მოთმინებასა თჳსსა სახედ მოართუამს მათ, რაჲთა არა ხოლო სხუანი ჭირნი, არამედ თჳთ განყოფაჲცა ესე და ჯმნაჲ მისგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:

...ესე მრავალგზის ქმნა, ვითარცა ვპოებთ წმიდასა სახარებასა შინა. ხოლო განცინებაჲ მისი არასადა გჳპოვნია, არცა თუ ღიმილი უთქუამს მისთჳს მახარებელთაგანსა ვის. ეგრეთვე პავლე ფრიად ცრემლოოდა, ვითარცა წამებენ ყოველნი მისთჳს; და იგი თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ვჰმონებ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და ცრემლითა და განსაცდელითა“. ხოლო სიცილი არცა მან თქუა თავისა თჳსისათჳს, არცა სხუამან ვინ თქუა მისთჳს გინა სხჳსა ვისთჳსმე წმიდათაგანისა; არამედ სარრაჲსათჳს ხოლო თქუმულ არს ესე, რომლისათჳსცა ემხილა მას ბრალობით. და კუალად ძისა მისთჳსცა ნოესა თქუმულ არს სიცილი, რომლისათჳს წარწყმიდა აზნაურებაჲ თჳსი და მონა იქმნა. და ამას ვიტყჳ, არა თუ რჩულსა დაგიდებ, რაჲთა ყოვლადვე არა იცინოდით, რამეთუ ჟამსა თჳსსა განცინებაჲცა წესიერი შესანდობელ არს. თჳნიერ განცხრომისა უწესოჲსაგან გაყენებ, რამეთუ მავნებელ არს ესე ფრიად და მრავალთა ბოროტთა მიზეზ.

რაჲსათჳს უკუე განსცხრები და იმღერი, კაცო, რომელსა ესოდენ-თა თანანადებთა გარდაჴდაჲ თანაგაც და საშინელსა მას სამსჯავროსა გეგულების წარდგომად და სიტყჳს-მიცემაჲ თითოეულად ყოველთათჳს საქმეთა შენთა? რამეთუ მუნ ყოველთავე ცოდვათათჳს ნეფსითთა და უნებლიეთთა სიტყჳს-მიცემაჲ თანაგუაც, და ნუ ურწმუნო ხარ ამას, თუ უნებლიეთთა ცოდვათათჳს სიტყჳს-მიცემა...

სრულად ნახვა