თარგმანი: შეისწავე, რამეთუ მოციქულთა შორის სამნი არიან იაკობნი: იაკობ ზებედესი და იაკობ ალფესი და მესამედ - ესე იაკობ ძმაჲ უფლისაჲ, პირველი ეპისკოპოსი იერუსალემისაჲ, რომლისა აწ შევიდა პავლე, სადა-იგი მოიკითხვიდეს მას ყოველნი ხუცესნი, და იგი მიუთხრობდა მათ სიმდაბლით ყოველსავე ძლიერებასა, რომელ ყო ღმერთმან ქადაგებითა მისითა წარმართთა შორის, და ესრეთ ყოველნი ზოგად ადიდებდეს ღმერთსა. ამის იაკობისთჳს დასწერს კლიმი მეექუსესა თავსა შინა განწესებათა წიგნისასა და იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად აღდგომისა თჳსისა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ყოველივე მეცნიერებაჲ სამთა ამათ მისცა — იაკობს მართალსა და პეტრეს და იოვანეს, და მათ მიერ მიეცა სხუათა მოციქულთა. ამისთჳს აწ, ვითარცა თავისა და წინამძღურისა მიმართ, შევიდა პავლე იაკობისსა მის თანა მყოფიო მოწფებითურთ, რამეთუ ესოდენ კეთილ იყო მოქალაქობაჲ იაკობისი, რომელ ყოველთა კაცთაგან მართალ სახელ-ედებოდა მას უბიწოჲსა მისთჳს მოქალაქობისა მისისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 21:18
17. მი-რაჲ-ვედით ჩუენ იერუსალჱმდ, მხიარულად შემიწყნარნეს ჩუენ ძმათა.18. ხოლო ხვალისაგან შევიდა პავლე ჩუენ თანა იაკობისა, რამეთუ ყოველნივე ხუცესნი მოვიდოდეს.19. და მოიკითხვიდეს მას. და მიუთხრობდა კაცად-კაცადსა, რომელი-იგი ქმნა ღმერთმან წარმართთა შორის მსახურებითა მისითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 21