თარგმანი: შემდგომად ესოდენისა მის ზამთრისა და ღელვა-გუემულებისა, არა ყუედრებით ეტყ!ვს გარდასრულსა მას ურჩ,ებასა მათსა, არამედ გარდასრულისა ურჩებისა მიერ შემთხუეულთა ძჳრთა მოჴსენებითა ყოფადთა მიმართ მორჩილებად აწუევს, და ვინაჲთგან პირველ საიდუმლოდ თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებასა ვერ გულისჴმის-მყოფელ იქმნნეს, აწ განცხადებულად უტყჳს ჩუენებასა ანგელოზისასა, და ყოფადსა მას გამოჴსნასა მათსა არა თავსა თჳსსა მიაჩემებს, არამედ ღმერთსა, რომლისა-იგი ქადაგ არს, და მის მიერითა უწყებითა ოთხსა წინამოსწავებასა ჰყოფს: ნავისა შემუსრვასა, და კაცისა არცა ერთისა დაკლებასა, ჭალაკად განცჳვნებასა და კეისრისა წარდგომასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:23
22. და აწცა გეტყჳ თქუენ, გულ-დებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ არცა ერთისაჲ იყოს თქუენგან, თჳნიერ ხოლო ნავისა.23. რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა ვჰმსახურებ,24. და მრქუა: ნუ გეშინინ, პავლე! კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაჲ და აჰა ესერა მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27