...სიკუდიდ“ (18,31-32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: ჯერ-იყო, რაჲთა არა ჰურიათათჳს ოდენ, არამედ წარმართთათჳსცა მოკუდეს. და ამისთჳს თქუეს: „ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ“, გინა თუ ჯუარს-ცუმაჲ. და ჰურიანი არა ჯუარს-აცუმიდეს, არამედ სხჳთა სახითა მოჰკლვიდეს, ვი-თარცა სტეფანეს ქვაჲ დაჰკრიბეს, და არა ჯუარს-აცუმიდეს, და მისი უნდა ჯუარს-ცუმაჲ. ხოლო პილატე ფრიადი საშჯელი არა ქმნა, არამედ შეიყვანა შინა და ჰრქუა იესუს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳა, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?“ (18,33-34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ჰკითხა ესე უფალმან? გარნა რაჲთა უკეთური იგი ჰურიათა გონებაჲ გამოაცხადოს. რამეთუ ასმიოდა ესე პილატეს მრავალთა მიერ, და ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა მას ჟამსა, რაჲმცა ჰრქუეს მას ჰურიათა, რაჲთა არა ფრიად იყოს გამოძიებაჲ, ამისთჳს რომელი მარადის ესმოდა, იგი შემოიღო შორის. და ვინაჲთგან მათ ჰრქუა, ვითარმედ: „საჯეთ შჯულისაებრ თქუენისა“, მათ ჰრქუეს: „არა ჯერ-არს ჩუენდა“, რაჲთამცა უჩუენეს, ვითარმედ არა ჰურიაებრი არს ცთომაჲ, არამედ ყოველთა ზედა. და ამისთჳს ჰკითხა პილატე, ვითარმედ: „შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?“ და არა თუ ქრისტე უმეცარ იყო, ვითარმედ თავით თჳსით იტყჳს, ანუ სხუ...