...ამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის თქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდით ამას სოფელსა და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა“** (). მაშასადამე, აქ წინასწარმეტყველი განკაცებას განუკვირდება: იმას, რომ ღმერთმა, რომელიც ღმერთია, უფალია და იმ საღვთო არსებისაა, გამოჩენა ინება. გამოჩენას კი განგებულებას უწოდებს: ქალწულის წიაღში მოსვლას, ადამიანად ქცევას და ადამიანებთან თანაცხოვრებას. ამიტომაც ამბობს: „გაკურთხენით თქუენ“ (), რადგან ასეთი ნიჭი მიიღეთ. ამასვე მიანიშნებდა ქრისტეც, როცა ამბობდა: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა“ ().
**„განმზადეთ...