1. და წარმართა საქმჱ მათი ჴელითა წინაწარმეტყუელთაჲთა.2. და განვლეს უდაბნოჲ უშჱნი, და უვალთა ადგილთა აღჰმართეს კარვები.3. წინა-აღუდგეს მბრძოლთა და მტერთა ერეოდეს.4. სწყუროდა და გხადოდეს შენ, და მოეც მათ კლდისაგან მწარისა წყალი და კურნებაჲ წყურიელისაჲ - ლოდისაგან ფიცხლისა.5. რომლითაცა იტანჯნეს მტერნი მათნი, მითვე უპოვარებასა შინა კეთილი ეყოფვოდა მათ.6. და წყაროჲსა წილ, მარადის მდინარისა, სისხლითა მძლაფრითა შეძრწუნდეს.7. მამხილებელად ჩჩჳლთა მოწყუედისა ბრძანებისათჳს და მოეც მათ უხუად წყალი თჳნიერ სასოებისა.8. უჩუენე ამისთჳს წყურილითა მაშინ, ვითარ-იგი მტერნი სტანჯენ.9. ოდეს-იგი გამოიცადეს და წყალობითაღა ისწავებოდეს, გულისხმა-ყვეს, ვითარ-იგი რისხვით ისაჯებოდეს და იტანჯებოდეს უღმრთონი.10. რომელთამე, ვითარცა მამაჲ, ასწავებდ და გამოსცდიდ, ხოლო მათ, ვითარცა სასტიკი მეუფჱ, დასჯიდ და განიკითხევდ.11. და შორიელნი და მახლობელნი ეგრე გოდებდეს:12. რამეთუ მრჩობლმან შეიპყრნა იგინი მწუხარებამან და სულ-თქუმამან მოჴსენებისა მის წარსრულთამან.13. რამეთუ ოდეს ესმა თჳსთაგან ტანჯვათა ქველის-ყოფასა მათსა აგრძნობდეს უფლისასა14. რამეთუ რომელ-იგი ბოროტი მაშინ დაეცა მათ ზედა, განწირეს და ჰბასრობდეს, და უკუანაჲსკნელ მოწევნაჲ საქმეთაჲ მათ უკჳრდა, არა მსგავსად მართალთა მათ სწყუროდა.15. ზრახვათა მათთჳს უგულისხმოთა სიცრუვისა მათისათა, რომელსა შესცთეს და ჰმსახურებდეს პირუტყუთა, ქუეწარმავალთა და მფრინველთა შეურაცხთა, მოუვლინა მათ სიმრავლჱ პირუტყუთა მჴეცთაჲ შურის-მგებელად,16. რაჲთა ცნან, რამეთუ რომლითა ვინცა-ვინ ცოდის, მითაცა ისაჯებინ.17. რამეთუ არა უპოვარ იყო ყოლად-ძლიერი ჴელი შენი, რომელმან დაჰბადე სოფელი უსახოჲსაგან ნივთისა, მოვლინებად მათ ზედა სიმრავლჱ დათუთაჲ და მძჳნვარჱ ლომი,18. გინა ახლად-დაბადებული და გულის-წყრომითა სავსენი მჴეცნი უცნაურნი, გინა ცეცხლისა დანქრევაჲ და მობერვაჲ ხორშაკისაჲ, ანუ მყრალობაჲ განბნეული კუამლისაჲ, ანუ ბოროტი თუალთაგან ნაბერწყალთა ელვანი,19. რომელთაჲ არა ხოლო ვნებაჲ შემძლებელ იყო მათდა შემუსრვად, არამედ ხილვაჲცა პირისაჲ, რომელი აშინებდა მოსლვად მათდა.20. და თჳნიერ ამათსა ერთითა მობერვითი სულისაჲთა შემძლებელ იყო დაცემად, და საშჯელისაგან იდევნნეს, და განიბნინეს სულისაგან ძლიერებისა შენისა; არამედ ყოველი ზომით და რიცხჳთ და საწყაულით განაწესე.21. რამეთუ დიდად ძლიერებაჲ შენი შენ თანა არს მარადის, და სიმტკიცესა მკლავისა შენისასა ვინ წინა-აღუდგეს?22. რამეთუ ვითარცა წამი სასწორისაჲ, არას ყოველი სოფელი შენ წინაშე, უფალო, და ვითარცა ნაწუეთი ცუარისა ცისკრისაჲ, რომელი გარდამოვალნ ქუეყანად.23. ხოლო სწყალობ ყოველთა; რამეთუ ყოველივე ძალ-გიც, და უგულებელს-ჰყოფ ცოდვათა კაცთასა სინანულისათჳს.24. რამეთუ გიყუარს ყოველი, რომელი არს, და არარაჲ გძაგს, რომელი შეჰქმენ, რამეთუ არარაჲ საძულველი ჰქმენ.25. ვითარმცა უკუე დაადგრეს, შენ თუმცა არა გინდა? და ანუ თუ არაწოდებული შენ მიერ ვითარმცა დაიმარხა?26. ჰრიდებ ყოველსა, რამეთუ შენი არს ყოველი, უფალო სულთ-მოყუარეო.