...თავსა ზედა შენსა უმეტესსა შრომასა ზრუნვათა მიერ? რამეთუ „სიბოროტედ დღისა“ ამას ადგილსა არა ცოდვასა და უკეთურებასა უწოდა, - ნუ იყოფინ! - არამედ შრომასა და ჭირსა და უბადრუკებასა, რომელი შეემთხუევის კაცთა ზრუნვისაგან; ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ არს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი არა უფალმან ქმნა?“ არა თუ ცოდვა-თათჳს იტყჳს, ტაცებათა და ანგაჰრებათა, არცა სხუასა რას ესევითარსა, არამედ ზეგარდმო მოვლინებულთა მათ წყლულებათა; და კუალად იტყჳს: „მე ვქმნი მშჳდობაჲ და მოვავლინი ბოროტი“, რამეთუ აქაცა არა თუ უკე-თურებასა მოასწავებს, - ნუ იყოფინ! - არამედ სიყმილთა და სიკუდილ-თა და სხუასა ესევითარსა, რომელი მრავალთა მიერ ბოროტად შერაცხილ არს. რამეთუ ბოროტისა სახელი ორკერძო არს: ერთი იგი არს ჭეშმარიტად ბოროტი, რომელ არს ცოდვაჲ და ურჩულოებაჲ, რომლისა მიზეზი არავინ არს სხუაჲ, გარნა ეშმაკი და ბოროტნი იგი ნებანი ჩუენნი; ხოლო მეორე იგი სახელი ბოროტისაჲ ითქუმის კაცთა მიერ ჭირთათჳს და განსაცდელ-თა, რომელ არიან: სიყმილი, სრვაჲ, სიკუდილი, სნეულებანი, უწჳმროებანი და სხუაჲ მსგავსი ამათი, რომელ-ესე არა ბუნებით ბოროტ არიან, არამედ სახელითა; ხოლო მოივლინებიან კაცთა ზედა საწურთელად უკეთურებისა მათისა, ა...
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. ისმინეთ სიტყუაჲ ესე, რომელი თქუა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, და ყოვლისა ტომისა, რომელი აღმოვიყუანე ქუეყანისაგან მეტყუელმან:2. გარნა თქუენ გიცნენ ყოველთაგან ტომთა ქუეყანისათა, ამისთჳს შური ვიძიო თქუენ ზედა ყოველთა უკეთურებათა ქუეყანისათაჲ3. უკეთუ ვიდოდიან ორნი თქუენნი ერთბამად, ყოვლითურთ არა თუ ცნობდენ თავთა თჳსთა4. უკეთუ იზახოს ლომმან მაღნარით მისით ნადირისა არმქონებელმან? უკეთუ მოსცეს ლეკუმან მისმან ჴმაჲ ბაკისაგან თჳსისა, ყოვლითურთ არა თუ იტაცოს რამე?5. უკუეთუ დავარდეს მფრინველი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მემახყრისა? უკუეთუ დაერწყუეს მახე ქუყანასა ზედა თჳნიერ შეპყრობისა რაჲსამე?6. უკუეთუ ჴმა-ყოს საყჳრმან ქალაქსა შინა და ერი არა შეშინდეს? ანუ იყოს სიბოროტე ქალიქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?7. მით, რამეთუ არა ქმნას უფალმან ღმერთმან საქმე, არა თუ გამოაცხადოს სწავლაჲ მისი მონათა მიმართ თჳსთა წინაწარმეტყუელელთა8. ლომმან იზახა და ვინ არა შეშინდეს? უფალი ღმერთი იტყოდა და ვინ არა იწინაწარმეტყუელოს?9. მიუთხართ სოფლებსა ასსურასტანელთა შორის და სოფლებისა მიმართ ეგჳპტეს შინა და არქუთ: შეკერბით მთასა ზედა სამარიაჲსასა და იხილენით საკჳრველნი მრავალნი შორის მისსა და მძლავრებაჲ მისშორისი.10. და არა ცნა, რანი იყუნეს წინაშე მისსა, - იტყჳს უფალი, - რომელნი იუნჯებენ სიცრუესა და საარებულებასა სოფლებთა შორის მათთა.11. ამისთჳს ამათ ეტყჳს უფალი ღმერთი ტჳროსსა: გარემო ქუეყანაჲ შენი მოოჴრდეს და დაჰჴსნას შენგან ძალი შენი და დაიტაცნეს სოფლებნი შენნი.12. ამათ იტყჳს უფალი: ვითარსახედ ოდეს გამოსტაცის მწყემსმან პირისაგან ლომისა ორნი წჳვნი, ანუ ნაჴლესი ყურისაჲ, ეგრეთ გამოტაცებულ იქმნენ ძენი ისრაილისანი, დამკჳდრვბულნი სამარიას შინა წინაშე ტომისა და დამასკოს შინაცა.13. მღდელთ ისმინეთ და უწამეთ სახლსა იაკობისსა, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი,-14. მით, რამეთუ მას დღესა შინა, ოდეს შურ-ვიგო უთნოობისა ისრაჱლისა მის შორის და შურ-ვიგო საკურთხეველთა ზედა ბეთილისათა, და დაითხარნენ რქანი საკურთხეველისანი და დაეცნენ ქუეყანასა ზედა.15. და შევმუსრო სახლი გარემოფრთედი სახლსა ზედა საზაფხულოსა და წარწყმდენ სახლნი პილოსძუალედნი და შეეძინნენ სახლნი სხუანი მრავალნი, - იტყჳს უფალი.