მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ბარუქისი 3:38

37. მოიპოვა ყოველი გზაჲ ზედმიწევნულებისაჲ. და მისცა იგი იაკობსა, ყრმასა თჳსსა, და ისრაილსა, შეყუარებულსა მის მიერ.38. ამის შემდგომად ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა იქცეოდა.
წინასწარმეტყველება ბარუქისი თავი 3
38. ამის შემდგომად ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა იქცეოდა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...მა-ყავ და შეძრწუნდი, გესმას რაჲ, ვი-თარმედ ღმერთი მოვიდა ქუეყანად, რამეთუ ესოდენ განსაკჳრვებელ იყო და დიდებულ, რომელ ანგელოზთა განწყობილნი კაცთა წყალობისათჳს ერთბამად დიდებისმეტყუელებასა შესწირვიდეს, და წინაწარმეტყუელნი განკჳრვებულნი პირველვე იტყოდეს, ვითარმედ: „ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა“; და ვინ არა განცჳბრდეს, ვინ არა შეძრწუნდეს, რაჲჟამს მოიგონოს, ვითარმედ ღმერთი, მოუგონებელთა მათ დიდებისა საყდართა მჯდომარე, გამოუთქუმელი და გარეშეუწერელი, სწორი და თანაარსი მამისაჲ, საშოსა დაემკჳდრა ქალწულისასა და შობაჲ დედაკაცისაგან თავს-იდვა და ძედ წოდებად დავითისა და აბრაჰამისა. ესე რაჲ გესმას, აღამაღლე ბუნებაჲ შენი და ნურარას მოიგონებ გულისსიტყუასა მდაბალსა და არაღირსსა, არამედ ამისთჳს უფროჲსად განკჳრდი, ვითარ მხოლოდშობილმან მან და დაუსაბამომან ძემან ღმრთისამან თავს-იდვა ძედ დავითისა წოდებად, რაჲთა გყოს შენ ძედ ღმრთისა; თავს-იდვა მონისაჲ მამად თჳსად წოდებად, რაჲთა ყოს ღმერთი მამა შენდა, მონისა მაგის. იხილეა დაწყებასა მებრ სახარებისასა, ვითართა კეთილთა გახარებს? ხოლო უკუეთუ იჭუეულ ხარ შენთჳს და იტყჳ, თუ: ვითარ შესაძლებელ არს ესე, რაჲთამცა შვილ ღმრთისა ვიქმენ მე? მისგან შენი ესე დაირწმუნე, რამეთუ ფრიად უძნელეს არს კაცობრივსა ზ...

სრულად ნახვა