მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 11:1

1. და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს.2. და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 11
1. და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სიონის კვერთხი და მოციქულთა ძალა:

...შჳდობისაჲთა?“** (). ხედავ, როგორ ეკუთვნის იგი სწავლებას? შეხედე, როგორ ეკუთვნის მეფობასაც. რადგან ესაია ამბობს: „და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს“ (); დავითიც ამბობს: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ (). აქ კვერთხად ძალა უწოდა, რომლითაც მოწაფეები მსოფლიოს შემოურბენდნენ, ზნეებს ასწორებდნენ და ადამიანთა ბუნებას რაღაც უგუნური ბოროტებიდან გონიერ მდგომარეობამდე მიჰყავდათ. რადგან ამბობს: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“ ().

მოსესაც ჰქონდა კვერთხი, მაგრამ მან ღვთის მოქმედება მიიღო, რომლის მეშვეობითაც ყველაფერში მოქმედებდა. და იმ კვერთხმა მდინარეები გაჰყო, ამან კი მსოფლიოს უკეთურება გახეთქა. არც ის შეცდება, ვინც ჯვარსაც ძლიერების...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიღჳძა იოსებ ძილისაგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან მან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი“ (1,24).:

...სე არს ქალწული იგი, რომლისათჳს მარადის აღმოიკითხვიდა წინაწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულსა, ვითარმედ: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“; და კუალად იტყჳს: „აღმოვიდეს კუერთხი ძირისაგან იჱსესისა, და ყუავილი ძირისაგან მისისა აღმოსცენდეს“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს ბჭე იგი, რომელსა მოასწავებდა ეზეკიელ და იტყოდა: „ვიხილე ბჭე იგი, რომელი იყო აღმოსავალით, და იგი იყო დაჴშულ; და მრქუა მე უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს და არა განეღოს, და არცა განვიდეს ვინ მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ შევიდეს მიერ, და იყოს დაჴშულ“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს იტყოდა დავით: „წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან, ღმერთი მის შორის, და იგი არა იძრას უკუნისამდე“; ესე არს, რომელსა მანვე „კიდობნად სიწმიდისა“ სახელ-სდვა. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი იაკობ კიბედ იხილა ზეცად აღწევნულად და თქუა, ვითარმედ: „საშინელ არს ადგილი ესე“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე ა...

სრულად ნახვა