...ელგვარ ოქროზე მეტად ძალუძთ მაყურებელთა დაპყრობა? შევშინდეთ, საყვარელნო, რომ ჩვენც არ მოვისმინოთ ის, რასაც წინასწარმეტყველი ებრაელ ქალებს ეუბნებოდა, გარეგანი სამკაულით დაკავებულებს: „ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს" (). ამრიგად, ესენი ოქროებზე უფრო მიმზიდველია, რადგან ბევრი სხვა რამეც სწორედ ამისთვის არის საგანგებოდ მოგონილი: რომ თვალს მოხვდეს და მაყურებლები ტყვედ წაიყვანოს. ეს ცოდვა მცირე არ არის, არამედ მეტად დიდია: საკმარისია, რომ ღმერთი განარისხოს და ქალწულების მთელი შრომა დააზიანოს.
3.
სიძედ ქრისტე გყავს; რად იზიდავ კაცთაგან საყვარლებს? მაშინ მრუშობისთვის განგსჯის. რატომ არ იმკობ იმ სამკაულით, რომელიც მას სათნოა და მისთვის საყვარელია: კრძალულებით, უმანკოებით, წესიერებითა და უმანკო შესამოსლით? ხოლო ეს რაღაც მეძავური და სამარცხვინოა. ვეღარ განვასხვავებთ მეძავებსა და ქალწულებს....