მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 40:3

2. მღდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალემისასა: ნუგეშინის-ეცით მას, რამეთუ აღივსო სიმდაბლე მისი, რამეთუ დაჴსნილ არს ცოდვა მისი, რამეთუ შეიწყნარნა ჴელისაგან უფლისა მრჩობლნი ცოდვანი მისნი.3. ჴმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი.4. ყოველი ჴევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდეს, და იყვნენ ყოველნი გულარძნილნი წრფელად და ღირღოანნი გზებად ვაკებად.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 40
3. ჴმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...ანესი, ვითარ მიუგო გონებისაებრ მა-თისა და არა სიტყჳსა. რამეთუ არა თქუა მეყსეულად, თუ: „მე - ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა“, ; ; ; ; არამედ იჭჳ იგი მათი განაქარვა პირველ, რამეთუ ჰკითხეს რაჲ, ვითარმედ: „ვინ ხარ?“ „აღიარა და არა უარ-ყო; და აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე“ (1,20). ხოლო მათ სხუასა სიტყუასა იწყეს კითხვად, ვითარმედ: „ელია ხარა? და მან თქუა, ვითარმედ: არა ვარ“ (1,21), რამეთუ ელიაჲსსაცა მოელოდეს მოსლვასა, ვითარცა სხუასა ადგილსა წერილ არს. ; (17,10); და კუალად ჰკითხეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა? და ჰრქუა მათ: არა ვარ“ (1,21), და იგი წინაჲსწარმეტყუელი იყო. რად უკუე უარ-ყო? გარნა რამეთუ გონებათა მათთა ხედვიდა, ხოლო მათ ასმიოდა მოსესგან, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღადგინოს უფალმან ღმერთმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. რამეთუ იგი ქრისტე იყო. ამისთჳს არა ჰრქუეს, თუ: წინ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...პატიოსან იყო სახელითაცა და საქმითა, ხილვი-თაცა და წესითა. ესე მეყსეულად მოვიდა უდაბნოჲთ; თანააქუნდა ესაიაცა წინაწარმეტყუელი სულითა, რომელი-იგი უღაღადებდა ერსა, ვითარმედ: ესე არს, რომლისათჳს წინაჲსწარვე ვიტყოდე და ვთქუ: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი“.

რამეთუ ესოდენ მოსწრაფე იყვნეს წინაწარმეტყუელნი ქადაგებად მოსლვასა უფლისასა, რომელ არა თუ მეუფისათჳს ოდენ წინაწარმეტყუელებდეს, არამედ ქადაგსაცა და წინამორბედსა მისსა მოასწავებდეს და ადგილთა მათ ქადაგებისა მისისათა და სახეთა მოძღურებისათა იტყოდეს. და აწ იხილე, ვითარ ერთ არს ძალი სიტყუათა მათ ესაია წინაწარმეტყუელისაჲ და იოვანე ნათლისმცემელისათაჲ; ესაია იტყჳს, ვითარმედ: „ესრეთ ღაღად-ყოს ჴმამან მან ღაღადებისამან: განმზადენით გზანი უფლისანი, წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი“. ხოლო იოვანე იტყოდა: „ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“. და ორთავე ამათ სიტყუათა ძალი ერთ არს, რამეთუ ესე არს განმზადებაჲ გზათა უფლისათა, ქმნაჲ ნაყოფთა მათ სინანულისა-თა; და ამისთჳს მოვიდა, ვითარცა ზემო ვთქუ, და ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს, და ვითარცა იგი თავადი ღაღადებს, რაჲთა წინარბიოდის და განმზადებდეს სულთა მათ, რომელთ...

სრულად ნახვა