მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 40:4

3. ჴმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი.4. ყოველი ჴევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდეს, და იყვნენ ყოველნი გულარძნილნი წრფელად და ღირღოანნი გზებად ვაკებად.5. და გამოჩნდეს დიდება უფლისაჲ და იხილოს ყოველმან ჴორცმან მაცხოვარება ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა:
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 40
4. ყოველი ჴევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდეს, და იყვნენ ყოველნი გულარძნილნი წრფელად და ღირღოანნი გზებად ვაკებად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...კუალად ლუკა მახარებელი შემდგომსაცა ამას ესაიას წინაწარმეტყუელებისასა წარმოიტყჳს: „ყოველი ჴევნები აღმოივსოსო, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართლად, და ფიცხელი გზად წრფელად. და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოარებაჲ ღმრთისაჲ“. ;

იხილეა, ვითარ წინაჲთვე ყოველივე თქუა წინაწარმეტყუელმან: შემოკრებაჲ იგი ერისაჲ და უმჯობესისა მიმართ შეცვალებაჲ საქმეთაჲ და წარმართებაჲ იგი საღმრთოჲსა მის ქადაგებისაჲ და მიზეზი ესევითართა ამათ განგებულებათაჲ? დაღაცათუ იგავისსახედ წარმოიტყჳს, რამეთუ წინაწარმეტყუელებაჲ იყო, და ესრეთ არს წესი წინაწარმეტყუელებისაჲ, რაჲთა არა განცხადებულ იყოს სიტყუაჲ და ყოველთა მიერ საცნაურ, არამედ რომელთა ასხენ ყურნი სმენად საღმრთოთა სიტყუათა, მათ მიერ საცნაურ იყოს. რამეთუ სიტყჳთა მით, ვითარმედ: „ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართლად, და ფიცხელი გზად წრფელად“, ამას მოასწავებს, ვითარმედ: დამდაბლებულნი იგი და შემუსრვილნი ამაღლდენ, და მაღალნი და ამპარტავანნი დამდაბლდენ. და ეგრეცა იქმნა, რამეთუ მოსლვითა უფლისაჲთა ბუნებაჲ კაცთაჲ, დამდაბლებული და შემუსრვილი, შთაჴდილი ჴევთა მათ და უღაღთა ჯოჯოხეთისა...

სრულად ნახვა