მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 40:5

4. ყოველი ჴევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდეს, და იყვნენ ყოველნი გულარძნილნი წრფელად და ღირღოანნი გზებად ვაკებად.5. და გამოჩნდეს დიდება უფლისაჲ და იხილოს ყოველმან ჴორცმან მაცხოვარება ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა:6. ჴმამან მღაღადებელისამან ჴმა-ყავ და თქუ: რაჲ ჴმა-ვყო? ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 40
5. და გამოჩნდეს დიდება უფლისაჲ და იხილოს ყოველმან ჴორცმან მაცხოვარება ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...სარწმუნოებისა შეიცვალოს, რამეთუ არღარა იყოს ჭირი იგი და შრომაჲ, არამედ მადლი და შენდობაჲ ცოდვათაჲ, რომლისა მიერ ადვილ იყოს და წრფელ და უცთომელ გზაჲ იგი ცხორებისაჲ.

ხოლო რაჟამს ესე ყოველი მოასწავა წინაწარმეტყუელმან, მერმე მიზეზიცა გუაუწყა ამის ესევითარისაჲ: „იხილოსო ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ“. არა თუ ჰურიათა ოდენ და მწირთა, არამედ ყოველმან ქუეყანამან და ზღუამან და ყოველმან ბუნებამან კაცთამან იხილოს მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, რომელი მოვიდა ჴსნად ჩუენდა ტყუეობისაგან და მონებისა მის ეშმაკისა. ესრეთ იქმნა ფიცხელი იგი გზად წრფელად, ხოლო გულარძნილიცა იქმნის მართალ. რაჲ იყო გულარძნილი იგი? ცხორებაჲ კაცთაჲ, სავსე მრავლითა ბოროტითა და სრულიად განჴრწნილი ცოდვათაგან, რამეთუ რომელნიმე მეზუერე იყვნეს და რომელნიმე მეძავ, სხუანი ავაზაკ და სხუანი მოგუნი, აღსავსენი ცოდვითა. ესე ყოველნი გულარძნილთა მათ და ჯოჯოხეთს მიმყვანებელთა ალაგთა ვიდოდეს პირველ და მოსლვითა ქრისტესითა პოეს გზაჲ იგი მართალი, ვითარცა ეტყჳს უფალი ჰურიათა, ვითარმედ: „მეზუერენი და ცოდვილნი წინაგიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა“, რამეთუ ჰრწმენა. ხოლო ამათვე სიტყუათა ძალი სხუასაცა ადგილსა გუაუწყა წინაწარმეტყუელმან და თქუ...

სრულად ნახვა