მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 40:6

5. და გამოჩნდეს დიდება უფლისაჲ და იხილოს ყოველმან ჴორცმან მაცხოვარება ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა:6. ჴმამან მღაღადებელისამან ჴმა-ყავ და თქუ: რაჲ ჴმა-ვყო? ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა.7. განჴმა თივა და ყუავილი დამოსცჳვა, რამეთუ სულმან უფლისამან განვლო მის შორის, რამეთუ მართლიად თივა არს ერი ესე.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 40
6. ჴმამან მღაღადებელისამან ჴმა-ყავ და თქუ: რაჲ ჴმა-ვყო? ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 28. "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა" (დაბ 9:8-10)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის მოწყალება და სულიერი ხილვა (9:16-17):

...ამიანს უყურებენ, რომელსაც არაფერი მტკიცე და უცვლელი არ აქვს, არამედ იმით ამაყობს, რაც მდინარის ნაკადზე უსწრაფესად მიედინება. და მართლაც, განა რამ შეიძლება იყოს ამჟამინდელი ცხოვრების მთელ დიდებაზე უმნიშვნელო, როცა ის ბალახის ყვავილს შეედარება? "ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა" (; ).

4. ქამის თავშეუკავებლობა და ნოეს შთამომავლობა (9:18)

ხედავთ, საყვარელნო, როგორ ჭეშმარიტად ხედავს რწმენის თვალი, როცა სული ღვთისკენ არის მიმართული? ხედავთ, როგორ ვერ შეიძლება ისინი მოტყუვდნენ რაიმე ხილულით, არამედ სწორ მსჯელობას გამოთქვამენ საგანთა შესახებ და არავითარ ცთუნებას არ ექვემდებარებიან? თუმცა, თუ ინებებთ, ისევ ჩვენი სიტყვის საგანს დავუბრუნდეთ და, კიდევ მცირეოდენის წარმოდგენის შემდეგ, დავამთავროთ მოძღვრება, რათა ნათქვამი თქვენს მეხსიერებაში დარჩეს. საღვთო წერილი, ღვთაებრივი სასწაულის შესახებ თხრობას რომ ამთავრებს, კიდევ სურს ჩვენთვის ცნობა მისცეს მართლისა და მისი შვილების შესახებ და ამბობს: "ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი. ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა" (დ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მბ: ვითარმედ არარაჲ არს სოფლისა ამის დიდებაჲ:

...ჲ კაცთამიერისა დიდებისაჲ, რამეთუ ჩუენ გუაქუს პატივი დიდი, რომლისა თანა ესე გინებაჲ არს და შეურაცხებაჲ. ვითარცა სიმდიდრჱ სოფლისაჲ მას სიმდიდრესა თანა სიგლახაკე არს, და ცხორებაჲ ესე თჳნიერ მისა სიკუდილ არს, ეგრეთვე დიდებაჲ ესე მას თანა კიცხევა არს და სირცხჳლ, რამეთუ „დიდებაჲ კაცისაჲ ვითარცა ყუავილი არს თივისაჲ“. ხოლო რაჲ არს უდარეს ყუავილისა და თივისა? დაღაცათუმცა არა ამაოჲ იყო, სულსა რაჲმცა არგო? არარაჲ! რამეთუ ავნებსცა უზომოდ და მონათა მონა-ჰყოფს მეძიებელთა მისთა. ხოლო არა უმჯობეს არსა აზნაურებაჲ, ვიდრე მონებაჲ, აზნაურებაჲ კაცთაგან და მონებაჲ ღმრთისაჲ? და უკუეთუ გიყუარს დიდებაჲ, უკუდავი იგი დიდებაჲ გიყუარდინ, რომლისა სარგებელი ფრიად არს, რამეთუ უკუდავ არს დიდებაჲ იგი.

რაჲ უკუე უმჯობეს არს: კაცთამიერი დიდებაჲ ანუ ღმრთისამიერი, ქუეყანასა ზედა ანუ ცათა შინა? ერთსა დღესა უმჯობეს არს გჳრგჳნოსნებაჲ ანუ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა? მიეც გლახაკსა და ნუ მისცემ მომღერალსა, რაჲთა არა საფასესა შენსა თანა სულიცა შენი წარიწყმიდო და მისიცა, რამეთუ შენ ხარ წარწყმედისა მისისა მიზეზ, რომელი ბოროტისა მისთჳს პატივ-სცემ. რამეთუ უკუეთუმცა იცოდეს მგოსანთა და მომღერალთა, ვითარმედ უსარგებლო არს ჴელოვნებაჲ მათი, ადრევემცა დაცხრომილ იყვნეს საქმისა მისგან, ხოლ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს:

...ე, ვითარმცა შეწუხნა იგი, რომელსა არარად შეურაცხიან საფასენი?

უკუეთუ მეუღლეცა და შვილნი მოუკლნეს, ვითარმცა იჴსენა ძჳრი, რომელსა უსწავიეს არაშეწუხებაჲ შესუენებულთათჳს სასოებითა მით აღდგომისაჲთა?

უკუეთუ აგინოს და შეურაცხ-ყოს, ოდესმცა ელმოდა, რომელსა უსწავიეს, ვითარმედ საწუთროჲ ესე ვითარცა „ყუავილი თივისაჲ“ ; შერაცხილ არს? უკუეთუ ტანჯოსცა და დილეგად მისცეს, უსწავიეს მას, ვითარმედ: „დაღაცათუ გარეშე კაცი განირყუნების, არამედ შინაგანი განახლდების“; და ვითარმედ: „ჭირმან გამოცდილებაჲ ქმნის“.

ჰხედავა, ვითარსა საზომსა მიაწევს ღმრთისმოყუარესა მას მოთმინებაჲ? განაახლებს და განანათლებს.

ამისთჳს გევედრები, ნუ ვავნებთ და მოვაუძლურებთ სულთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა; რამეთუ ესე არა მედგრობისაგან მოყუსისა იქმნების, არამედ უკეთურებისაგან ჩუენისა და უძლურებისა.

აწ უკუე, ძმანო, გინა თუ გუაგინოს ვინ, გინა თუ გუცეს, გინა თუ წარიტაცოს ჩუენი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე ძჳრი შეგუამთხჳოს, ნუ განვრისხნებით, არამედ უფროჲსად მისთჳს ვცრემლოდით, რომელ სულსა თჳსსა ავნებს იგი. მიუტევნეთ შეცოდებანი მოყუსის...

სრულად ნახვა