მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 43:26

25. მე ვარ, მე ვარ იგივე აღმჴოცელი უშჯულოებათა შენთა და ცოდვათა შენთა, და არა მოვიჴსენნე.26. ხოლო შენ მოიჴსენენ და განვისაჯნეთ ერთბამად. იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რაჲთა განმართლდე.27. მამათა შენთა პირველთა და მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 43
26. ხოლო შენ მოიჴსენენ და განვისაჯნეთ ერთბამად. იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რაჲთა განმართლდე.
მოძღვრება აღსარების თქმად მომზადებულთადმი თეოდორობის კვირიაკის ოთხშაბათს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იტყოდე შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რათა განმართლდე (ისაია 43,26).

წინასწარმეტყველი ისაია პირისაგან ღვთისა ხშირად ამხილებდა ურიათა უსჯულოებათა მათთათვის, და შეაგონებდა სინანულსა და განმართლებასა ღვთის წინაშე და თუმცა ურიანი ხშირად ამწარებდენ ღმერთსა ურჩებითა თავიანთითა, გარნა ღმერთი მაინც არ ივიწყებს მოწყალებასა თვისსა მათდამი, და აღუთქვამდა მათ აღხოცვას ცოდვათა მათთა, თუ შეინანებდენ: მე ვარ იგივე აღმხოცველი უსჯულოებათა თქვენთა და ცოდვათა თქვენთა არღა მოვიხსენებ. ხმობდა იგი მათდამი. გარნა ცოდვათა მოტევებას და განმართლებას იმ პირობით აღუთქვამდა, თუ იგინი თვითონვე იტყოდენ (აღიარებდენ) ცოდვათა თვისთა: იტყოდე შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რათა განმართლდე. აქედგან სჩანს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ძმანო ჩემნო აღსარებას. უიმისოდ კაცი ვერ განმართლდება ღვთის წინაშე. რისთვის არის ესა? რა ძალი და მადლი აქვს აღსარებას? აღვხსნათ ეს, ვინაითგან თქვენ ყოველი ემზადებით აღსარების თქმად და ზიარების მიღებად.

აღსარების ძალასა და მადლსა მაშინ შევიტყობთ, როდესაც წინაპირველად განვსაზღვრავთ, რაი არს აღსარება. აღსარება ის არის, როდესაც კაცი თავის...

სრულად ნახვა
საუბარი 20. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა" (დაბ 4:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სინდისი როგორც შინაგანი მსაჯული:

...იმებული. ოი, დიდი კაცთმოყვარეობა! ოი, უსაზღვრო სახიერება! ცოდვილს, ოღონდ ცოდვები აღიაროს, მიტევება ითხოვოს და წინ სწორი ცხოვრების განზრახვა გამოიჩინოს, მყისვე (ღმერთი) მართალს ხდის! და, რათა ამაში სრულად დარწმუნდე, ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რაჲთა განმართლდე" (). არ თქვა მხოლოდ: „იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა", არამედ დაუმატა: „პირველად", ესე იგი, ნუ ელოდები მამხილებელს, ნუ ელი მბრალმდებელს; თავად გაუსწარი და დაიწყე ლაპარაკი, რათა მამხილებელს ბაგე დაუკრა.

4. სითის შობა და ღვთის სახელის მოხმობა (4:25-26)

ხედავ მსაჯულის კაცთმოყვარეობას? ადამიანურ სასამართლოებში, როცა ვინმე ასე მოიქცევა და მაბეზღარებს გაუსწრებს, თავად აღიარებს თავის საქციელს, მაშინ, შესაძლოა, წამებასა და ხანგრძლივ ტანჯვას თავს დააღწევს, თუ, რასაკვირველია, მშვიდ მსაჯულს შეხვდება, მაგრამ უკვე აუცილებლად სასიკვდილო განაჩენს დაექვემდებარება; ხოლო კაცთმოყვარე ღვთისა და სულთა მკურნალის სახიერება გამოუთქმელია და სიუხვით ყოველ სიტყვას აღემატება. თუ ჩვენს მბრალმდებელს, ესე იგი, ეშმაკს, რომელიც იმ დღეს (უკანასკნელი სამსჯავროს) ჩვენ წინააღმდეგ აღდგება, გავუსწრებთ და უკვე ამჟამინდელ ცხოვრებაში, სამსჯავროში შესვლამდე, ჩვე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ზ რაჲთა არა გამოვიწულილვიდეთ სიტყუათა სარწმუნოებისათა, არამედ გურწმენენ გამოუძიებელად სიტყუანი წმიდათა წერილთანი:

...უტეოთ ყოველივე გამოძიებაჲ და შევმუსრნეთ გულნი ჩუენნი, ვიგლოვდეთ ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა-იგი გჳბრძანა ქრისტემან, მოვიჴსენნეთ ყოველნი ცოდვანი ჩუენნი და ვისწრაფოთ აღჴოცად მათა, რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩუენდა ღმერთსა ამის საქმისათჳს. ვითარცა იტყჳს: „იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველ, რაჲთა განჰმართლდე“; და კუალად იტყჳს: „უშჯულოებაჲ ჩემი გითხრა შენ, და შენ მომიტევე ყოველი უღმრთოებაჲ გულისა ჩემისაჲ“, რამეთუ არამცირედ შეგუეწევის ჩუენ აღჴოცად ცოდვათა ჩუენთა აღსაარებაჲ მათი და ჴსენებაჲ. და კუალად არს სხუაჲცა წამალი აჴოცისა მათისაჲ: რაჲთა არავის ჩუენდა მომართ შეცოდებულისა ვიჴსენებდეთ ძჳრსა, არამედ შეუნდობდეთ. გნებავსა, რაჲთა მესამჱცა გითხრა? ისმინე დანიელ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რასა იტყჳს: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა აჰჴოცენ და უშჯულოებანი შენნი - შეწყალებითა გლახაკთაჲთა“. და კუალად არს სხუაჲცა გზაჲ აჴოცისა მათისაჲ: ლოცვისა სიმრავლე და ვედრებაჲ ღმრთისაჲ უწყინოდ მოგუცემს ნუგეშინის-ცემასა შენდობისასა, და მარხვაჲ რაჟამს სხუათა მოწყალებითა იქმნებოდის, დაჰშრეტს მოტყინარებასა ღმრთისა რისხვისასა, რამეთუ „ცეცხლი მოტყინარე დაშრიტის წყალმან, და მოწ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მა ჴსენებისათჳს ცოდვათაჲსა და სინანულისათჳს:

...ნნი, რამეთუ დიდი ტანჯვაჲ არს ესე სულისაჲ. რომელი მოსრულ არს ლმობიერებით და ტკივილითა გულისაჲთა ჴსენებად ცოდვათა თჳსთა, იცის მან, თუ ვითარი ტკივილი აქუს და ჭირი ამას საქმესა; ამისთჳს ესევითარისა მის ჴსენებისა სასყიდელად ღმერთმან განაწესა სიმართლე და იტყჳს: „იტყოდე შენ პირველ ცოდვათა შენთა, რაჲთა განჰმართლდე“.

რამეთუ ჭეშმარიტად დიდი კეთილი არს ლმობიერად და ტკივილითა გულისაჲთა ჴსენებაჲ ცოდვათაჲ; ესევითარსა მას არა შეურაცხიეს თავი თჳსი ყოვლადვე ღირსად ცხორებისა, არამედ მარადის იგლოვნ, ტირნ და გოდებნ. ესრეთ უკუე იქმოდე, ძმაო, ნუ ხოლო სიძვასა და მრუშებასა და სხუათა ესევითართა იჴსენებ, არამედ შურსაცა და ზუაობასა და ძჳრისზრახვასა და კადნიერებასა და ყოველსავე, რავდენიცა გიქმნიეს ბრალი; წინაშე შენსა დადევ და ტიროდე მათ ზედა, რამეთუ ესე ყოველი სატანჯველისა მომატყუებელ არს. არა გესმისა, რამეთუ რომელმან აგინოს ძმასა, გეჰენიისა თანამდებ არს; და მომთრვალე სასუფეველისაგან განვარდების; რომელსა არა უყუარდეს მოყუასი, შესცოდებს ღმერთსა; რომელი ძჳრსა იჴსენებდეს, განარისხებს უფალსა, ვიდრეღა წამებად თუ მივიდეს, ვერას ერგოს მას; რომელი გლახაკსა შეურაცხჰყოფდეს, ცეცხლად წარივლინების, და ცუდისა სიტყჳსათჳს სიტყუაჲ გჳჴმს მიცემად.

ესე ყოველი ნუ მცირე გგონიეს,...

სრულად ნახვა