მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 5:19

18. ვაჲ, რომელნი მოიზიდვენ ცოდვათა მათთა, ვითარცა საბლითა გრძელითა, და, ვითარცა უღლითა ევნითა დიაკეულისათა, უშჯულოებათა,19. რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.20. ვაჲ, რომელნი იტყჳან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ!
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 5
19. რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უცნობი დღის სარგებელი და უეცრობა:

...აზრებს შეურაცხმყოფლად წარმოთქვამდნენ და ამბობდნენ. „როდის იქნება?" (ამასვე ამბობდნენ წინასწარმეტყველებიც: „რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ." () და კვლავ: „ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა." () რადგან უბრალოდ მოსურნეებზე კი არ ამბობს, არამედ მათზე, ვინც ურწმუნოებისაგან ისწრაფვის; და კიდევ ამბობს: „არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა" ()); ამიტომ თქვა ასე.

და იხილე, როგორ ანუგეშებს მათ, თითქოს ეუბნებოდეს: ნუ აქცევენ იმას, რომ ისინი კეთილდღეობაში არიან, იმის საბუთად, თითქოს სამსჯავრო არ მოდის; სწორედ ასე მოდის იგი. ღირს ისიც გამოვიძიოთ: თუ ანტიქრისტე მოდის და ელიაც მოდის, როგორღა მოიწევა მათზე უეცარი მომსრველი მაშინ, როცა იტყვიან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ" ()? რადგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“ (3,10).:

...ძეს. ესე იგი არს, „ახლოს არს, კართა ზედა“. ; რამეთუ ვინაჲთგან წინაწარმეტყუელთა მიერ თქუმულსა ურწმუნო ექმნებოდეს და იტყოდეს: სადა არს დღე იგი უფლისაჲ? და: „მოვედინ გაზრახვაჲ წმიდისა მის ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვიხილოთ“. რომელ მრავალგზის წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი შემდგომად მრავლისა ჟამისა აღესრულის, ამისთჳს ჰრქუა მათ ქადაგმან ჭეშმარიტებისამან, ვითარმედ ახლოს არს ძირსა თანა ხეთასა მდებარე მოწევნადი იგი განდგომილთა ზედა რისხვაჲ, რამეთუ არღარაჲ არსო შორს, არამედ მახჳლი აწვე ძირსა მიახლებულ არს. არა თქუა, თუ: რტოთა ზედა მდებარე არს ანუ ნაყოფსა, არამედ ძირთა ზედა, რაჲთა მოასწავოს სრულიად აღმოფხურაჲ მათი და მოსპოლვაჲ. რამეთუ არა მონაჲ არს მოსრული ესეო, ვითარცა პირველნი იგი, არამედ თავადი მეუფე და უფალი, მოსაჯული ცხოელთა და მკუდარ-თაჲ, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს ტანჯვად და მიცემად გეჰენიასა. ხოლო არა თქუა, თუ: აწვე ცული ჰკუეთს ძირსა ხეთასა, არამედ: ძესო ძირთა თანა, რაჲთა გულისჴმა-უყოს, ვითარმედ ამისთჳს ძეს, რამეთუ სინანულსა მოელის; უკუეთუ კულა გამოჩნდეს და დამტკიცდეს უნანელობაჲ თქუენი, მზა არს მოკუეთად.

ამით ყოვლითა აღაორძინებს შიშსა მას და ყოვლით კერძო...

სრულად ნახვა