მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 57:3

2. იყოს მშჳდობით დაფლვაჲ მისი, აღღებულ არს შორისისაგან.3. ხოლო თქუენ, მოიყვანეთ აქა, ძენო უსჯულონო! თესლნო მემრუშისა და მეძვისანო!4. ვისსა შორის იშუებდით და ვისსა შორის აღაღეთ პირი თქუენი? და ვისსა ზედა განსძართ ენაჲ თქუენი? არა თქუენ ხართა შვილნი წარწყმედისანი, ნათესავნი უსჯულონი,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 57
3. ხოლო თქუენ, მოიყვანეთ აქა, ძენო უსჯულონო! თესლნო მემრუშისა და მეძვისანო!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ფარისეველნი იგი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკ-თაჲთა განასხამს ეშმაკთა“ (9,34).:

...ს გულისჴმის-ყოფად. ძაღლნი არიან ურცხჳნონი გულითა და არა იციან მოძღურებაჲ და არიან ყოველნი უკე-თურ. ანუ არა თქუენ ხართა, რომელნი ევედრებოდეთ კერპთა ხეთა ქუეშე სერტყოვანთა, დაუკლევდით შვილთა თქუენთა? ესე არს ნაწილი თქუენი, ესე არს სამკჳდრებელი თქუენი. ვაჲ სულისა თქუენისა, რამეთუ იზრახეთ ზრახვაჲ ბოროტი!“ ; (56,10-11)

ეტყოდენ კუალად იერემიაცა თჳსითა მით ღაღადებითა: „ორი ბოროტი ქმნა ერმან ამან: მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისა ცხოელისაჲ, და აღმოთხარეს თავისა მათისა ჯურღმული ჴურელოვანი, რომლითა ვერ უძლონ დაპყრობად წყალი. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველთა ტომთა სახლისა ისრაჱლისათა: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ, რამეთუ განდგეს იგინი ჩემგან შორად? მღდელთა არა თქუეს: სადა არს უფალი? და მეცნიერთა მათ შჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე, და მწყემსნი უღმრთოებდეს ჩემდამო; რამეთუ დასაბამითგან შეურიე უღელი შენი და განხეთქენ აპაურნი შენნი და სთქუ: არა გმონო შენ, არამედ მივიდე ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და ყოველსა ხესა მაღალსა, მუნ განვსცთე სიძვითა ჩემითა. შეაგინე ქუეყანაჲ იგი სისხლითა და უკეთურებითა შენითა, და გესხნეს შენ მწყემს მრავალ საცთურად შენდა. პირი, ვითარცა როსპიკისაჲ, გექმნა შენ, ურცხჳნო იქმენ ყოველთა მიმართ“,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:

...არა თქუენ ხართა შვილნი წარწყმედისანი, ნათესავნი უშჯულონი, რომელნი ევედრებოდეთ კერპთა ხე-თა ქუეშე სერტყოვანთა, დაუკლევდით შვილთა თქუენთა ჴევთა შინა და შორის კლდეთა და ადგილთა ღელეთა? მუნ არს ნაწილი თქუენი, და ესე არს სამკჳდრებელი თქუენი. მათდა შესწირენ შესაწირავნი. ვაჲ სულსა თქუენსა, რამეთუ ბოროტი იზრახეთ“. ესევითარსა მრავალსა შემსგავსებულად ურჩულოებისა თქუენისა გეტყჳს ესაია და სხუანი იგი წინაწარმეტყუელნი: „გულფიცხელნო და ქედფიცხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინააღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. რომელნი წინაწარმეტყუელთაგანნი არა დევნეს მამათა თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას წმიდისა და მართლისასა, რომლისა თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით“. და აწ სიტყუათა მათ საწინაწარმეტყუელოთა ბირებითა მამისა თქუენისა ეშმაკისაჲთა გარდააქცევთ და ალაგთა უფლისათა წრფელთა გულარძნილებითა თქუენითა ღრღჳანჰყოფთ; აღმოიკითხეთ, უკეთურნო, ზემოჲთრე სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ და აღიხილენით, ბრმანო, თუალნი თქუენნი, რასა იტყჳს ესაია: „და შესძინა უფალმან სიტყუად აქაზისა და ჰრქუა: ითხოე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ...

სრულად ნახვა