მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 58:5

4. სასჯელთამი და ლალვათა იმარხავთ და ჰგუემთ თითთმწყლველობით მდაბალსა, რაჲსა იმარხავთ ჩემდად? რაჲთა დღეს სასმენელ იქმნეს ღაღადებისა მიერ ჴმაჲ თქუენი?5. არა ესე მარხვაჲ გამოვირჩიე და დღე დამდაბლებისა კაცისა სულისა თჳსისა, არცა მო-თუ-იდრიკო, ვითარცა გრკალი, ქედი შენი, და ძაძაჲ და ნაცარი დაირეცო, არცა ეგრეთ ეწოდოს მარხვაჲ შეწყნარებული და დღე სათნოჲ უფლისაჲ.6. არა ეგევითარი მარხვა გამოვირჩიე მე, - იტყჳს უფალი, - არამედ განჴსენ ყოველი საკრველი სიცრუისა, დაარღჳენ გულარძნილებანი მძლავრებითთა თანცვალებათანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებით და ყოველი აღწერილი უსამართლოჲ განხეთქე.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 58
5. არა ესე მარხვაჲ გამოვირჩიე და დღე დამდაბლებისა კაცისა სულისა თჳსისა, არცა მო-თუ-იდრიკო, ვითარცა გრკალი, ქედი შენი, და ძაძაჲ და ნაცარი დაირეცო, არცა ეგრეთ ეწოდოს მარხვაჲ შეწყნარებული და დღე სათნოჲ უფლისაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. საქმით სწავლება და ჭეშმარიტი მარხვა:

...მაღლა, მოწყალებაში დიდი გულუხვობა გამოიჩინოს, სულიდან განდევნოს ყოველგვარი ბოროტება მოყვასისადმი. აი, ეს არის ჭეშმარიტი მარხვა, როგორც ესაიაც ამბობს ღვთის სახელით: „არა ესე მარხვაჲ გამოვირჩიე... არცა მო-თუ-იდრიკო, ვითარცა გრკალი, ქედი შენი, და ძაძაჲ და ნაცარი დაირეცო, არცა ეგრეთ ეწოდოს მარხვაჲ შეწყნარებული" (). მაშ, რომელია? „განჴსენ ყოველი საკრველი სიცრუისა... დაუნეცვე მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსართულონი შეიყვანენ სახიდ შენდა". და, როცა ამას გააკეთებ, ამბობს, „მაშინ განეფინოს მსთუად ნათელი შენი, და კურნებანი შენნი მალე აღმოჴდენ" (ესაია 58:6–8).

6. სათნოება და მოწყალება ღვთისთვის

ხედავ, საყვარელო, რაშია ჭეშმარიტი მარხვა. ასეთი მარხვა შევასრულოთ და ნუ ჩავთვლით მას, როგორც ბევრი, მხოლოდ საღამომდე საკვების გარეშე ყოფნაში. მთავარი ეს კი არა, ის არის, რომ საკვებისგან თავშეკავებასთან ერთად, დაბადების წიგნის შესახებ საუბრები და სავნებლისგან (სულისთვის) თავის შეკავებაც შევუერთოთ და სულიერი საქმეების აღსრულების დიდი მზრუნველობაც გამოვიჩინოთ. მარხულობს ვინც — მშვიდი, წყნარი, თავმდაბალი, მდაბალი უნდა იყოს, ამჟამინდელი ცხოვრების დიდებას ზიზღით უყურებდეს. როგორც საკუთარ სულზე მზრუნველობა უგულებელყო, ისე დიდებისმოყვარეობაც უნდა...

სრულად ნახვა