...ეც ზრუნვაა. ხოლო ვინც საკუთარებზე, და განსაკუთრებით სახლეულებზე, ანუ ნათესაობით დაკავშირებულებზე არ ზრუნავს, პავლეს თქმით, ურწმუნოზე უარესია. ამას ამბობს წინასწარმეტყველთა მთავარი ესაიაც: „თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო“ ().
რადგან თუ ვინმე ნათესაობით ახლობლებსა და სისხლით დაკავშირებულებს უყურადღებოდ დატოვებს, სხვების მიმართ როგორ იქნება მოსიყვარულე? განა ყველანი დიდებისმოყვარეობად არ ჩათვლიან ამ საქმეს, როცა იგი უცხოებს სიკეთეს უკეთებს, თავისიანებს კი უგულებელყოფს და მათდამი წყალობას არ იჩენს? ანდა რა, როცა სხვებს სარწმუნოებას ასწავლის, მათ კი ცდომილებაში უყურებს, თუმცა სიკეთის კეთებაში უფრო მეტი შესაძლებლობა და უფრო დიდი უფლება აქვს? ფრიად ასეა; განა არ იტყვიან: „მოსიყვარულენი არიან ქრისტიანები, რომლებიც საკუთარებს უყურადღებოდ ტოვებენ?“ და იგი, ამბობს, „ურწმუნოჲსა უძჳრეს“ () არის....