მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 9:8

7. და თქუა მათდა მიმართ: შეაგინეთ სახლი და აღავსენით გზანი მკუდრებითა, გამოვიდოდეთ და შჭრიდით და გამოსრულნი სცემდეს ქალაქსა.8. და იყო ჭრასა შინა მათსა, დავემთხჳე მე და დავვარდი მე პირსა ზედა ჩემსა და ღაღად-ვყავ და ვთქუ: ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა მიფენასა შინა გულის წყრომისა შენისასა იერუსალჱმსა ზედა.9. და თქუა ჩემდამო: სიცრუე სახლისა ისრაჱლისა და იუდაჲსისა განდიდნა ფრიად, ფრიად, რამეთუ აღივსო ქუეყანაჲ ერითა მრავლითა და ქალაქი აღივსო სიცრუითა, და არაწმიდებითა, რამეთუ თქუეს: დაუტევა უფალმან ქუეყანაჲ, არა დაჰხედავს უფალი.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 9
8. და იყო ჭრასა შინა მათსა, დავემთხჳე მე და დავვარდი მე პირსა ზედა ჩემსა და ღაღად-ვყავ და ვთქუ: ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა მიფენასა შინა გულის წყრომისა შენისასა იერუსალჱმსა ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. წერილის კითხვის სულიერი სარგებელი:

...ლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა»** (); იერემია: «ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ?» (); ეზეკიელი: «ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა» (); რომ დანიელი ტირის და ამბობს: არარაობამდე დაგვიყვანეს ყველა ხალხში; ამოსი: «შეინანე, უფალო, ამას ზედა» (); ამბაკუმი: «რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი», და სხვა ადგილას: «და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა» (); მოისმენს ასევე, რომ უნეტარესი მოსეც ამბობს: «უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე» (); იგივე, როცა ღმერთმა აღუთქვა, მრავალრიცხოვანი ხალხის ბელადად გახდომა და უთხრა: «და აწ მიტევე მე... და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად» (), არც ამას დაეთანხმა, არამედ ისურვა ებრაელთა წინამძღოლი დარჩენილიყო. და ქვეყნიერების მოძღვარი, ნეტარი პავლე, ამბობს: **«რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ-ყოფად თავსა...

სრულად ნახვა
საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კიდობნის დახშვა და ნოეს ცხოვრება მასში (7:16):

...ბედურებაში ხედავენ. ამიტომ ნახავ, რომ ყველა მართალი და წინასწარმეტყველი დამნაშავეთა სასარგებლოდ შუამდგომლობდა, მაგალითად, პატრიარქი (აბრაამი) სოდომელთათვის (). წინასწარმეტყველთაგან კი ერთი, მაგალითად, ამბობდა: „ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა" (), ხოლო მეორე: „ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა... არ მქონებელთა წინამძღუარისათა" ()? ამრიგად, თუ მართალი ისედაც უკვე აღშფოთებული იყო სულით და სწუხდა გულით, იმისთვის, რომ (საყოველთაო დაღუპვის) სანახაობას კიდევ უფრო დიდ სულიერ შემუსვრილებაში არ ჩაეგდო იგი, ღმერთმა ის კიდობანში გამოკეტა, თითქოს საპყრობილეში; ისე, რომ საკუთარი თვალებით ვერ ხედავდა მომხდარს და ამით შიშში არ ვარდებოდა. ბუნებრივია, რომ წყლის უჩვეულო მომატებას რომ ხედავდა, შეშფოთდებოდა, ნუთუ თავადაც არ დაიხრჩობაო. ასე იფარავდა მას კაცთმოყვარე ღმერთი — არ აძლევდა უფლებას წყლის სტიქიაც დაენახა და (ადამიანთა) დაღუპვაც და ქვეყნიერების გაუდაბურებაც. როცა ამ მართლის კიდობანში ყოფნაზე ვფიქრობ, მე ვკვირობ და ვაკვირდები და ყველაფერს ღვთის იმავე კაცთმოყვარეობას მივაწერ. მართლაც, მის შეწევნას რომ არ ემტკიცებინა მის სულს და ძნე...

სრულად ნახვა