...ომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ"**, — ამით ქმნილებაში ღვთის ძლიერება გაგვიხსნა, რადგან, თუ ღმერთი არის ის, ვინც ცა და მიწა შექმნა, მაშ, ღმერთები აღარ არიან ისინი, ვისაც ადამიანები (წარმართები) თაყვანს სცემენ: „ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის" (). „კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა". შენიშნე, როგორ არამხოლოდ მართალს აქებს, არამედ ღვთის შეწევნაზეც მიუთითებს, რადგან ზეციური შეწევნის გარეშე აბრაამი ვერ შეძლებდა ასეთი ძლიერი მტრების დაძლევას. „რომელმან მოგცნა მტერნი შენნი", — ნათქვამია, — სწორედ მან აღასრულა ყველაფერი, მან ძლიერნი უძლურად აქცია, მან შეიარაღებულნი უიარაღოთა ხელით დაამხო, მისგან მოვიდა შეწევნა, რომელმაც ასეთი დიდება მიანიჭა მათ. „რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა". ხედავ, როგორ გამოხატავს წერილი აბრაამის კეთილ განწყობასა და სიყვარულს ლოტის მიმართ, როგორ აჩვენებს, რომ ლოტის მტრებს თავის მტრებად მიიჩნევდა? „და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან" (). იმავეს ამბობს წმინდა პავლეც: **„იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეუ...
წინასწარმეტყველება იერემიასი 10:11
10. ხოლო უფალი ღმერთი ჩუენი ჭეშმარიტ არს, ღმერთი ცხოველი და მეუფე საუკუნოჲ. გულისწყრომითა მისითა შეიძრას ქუეყანაჲ და არა ყონ წარმართთა რისხვაჲ მისი.11. ესრეთ არქუთ მათ: ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის.12. უფალმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ ძალისა მიერ თჳსისა და აღჰმართა მკჳდროანი სიბრძნისა მიერ მისისა, და ცნობისა მიერ თჳსისა გარდაართხა ცაჲ.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 10