...მოისმინე ღმერთი, რომელიც წინასწარმეტყველის მიერ ამბობს: „და უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ, ... უკუეთუ ძენი მათნი, ანუ ასულნი ცხონდენ" (); რადგან ბოროტებამ გადაძალა; და კვლავ: „უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა" (). და იხილე, როგორ ითქმის ეს ორი წინასწარმეტყველის მიმართ, რადგან ორივენი ითხოვდნენ მათთვის და ვერ მიიღეს სათხოვარი. რადგან იეზეკიელიც, როცა ამბობდა: „ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა" (), ღმერთმა, რათა ეჩვენებინა, რომ ამას სამართლიანად იქმს და მისი უგულებელყოფის გამო კი არ უკუაგდებს მათთვის აღვლენილ ვედრებას, მას მათი ცოდვები უჩვენა, თითქმის ეუბნებოდა: „ესენიც საკმარისია, რომ დაგარწმუნოს: შენს უგულებელყოფას კი არ ვიქმ, არამედ მათი მრავალი ცოდვის გამო არ შევიწყნარებ ვედრებას"; მაგრამ მაინც ამასაც ურთავს: „და უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ" (). და ბუნებრივადაც ამას უფრო ი...