...მრთეებითა — მოკუდავ იქმნა ჴორცთა ბუნებითა, რაჲთა მოკუდავნი უკუდავ-მყვნეს და შეცოდებულნი განმამართლნეს. ჳკუმენისი: სხუანი ესრეთ თარგმანებენ სიტყუასა ამას, ვითარმედ: ცოდვა ეწოდებოდა მსხუერპლსა მას, რომელი-იგი ძუელსა შინა ცოდვათათჳს შეიწირვოდის, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: "ცოდვათა ერისა ჩემისათა ჭამენ" (); ესე იგი არს მსხუერპლი დაკლული ცოდვათათჳს. ვინაჲცა ამისთჳს ითქუმის სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: "ცოდვაჲ ქმნა", რამეთუ მსხუერპლად ცოდვათათჳს კაცთაჲსა დაკლა მამამან ძე თჳსი მხოლოდშობილი, რომლითა არა ხოლო ლიტონად განვმართლდით, არამედ რომელი ამისსა უზეშთაეს არს, სიმართლე ღმრთისა ვიქმნენით, რამეთუ არა საქმეთაგან, არამედ მადლით მოტევებითა ბრალთაჲთა განმართლებულ ვიქმნენით მისგან და მის მიერ.
მოციქულისაჲ: ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ (6,1).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: თანა-მოქმედ ვართ და გლოცავთ; ესე იგი არს, ვითარმედ ესე ყოველი, რომელი პირველ წარმოვთქუ, ყო ღმერთმან თქუენთჳს ძისა მიერ თჳსისა, და ჩუენ მის თანა მოქმედ ვართ, რომლისა-იგი სასწრაფო არს ცხორებაჲ თქუენი, და თქუენ გლოცავთ, ვითარცა მოციქულნი და ქადაგნი მისნი, რაჲთა არა ცუდ ჰყოთ სიმდიდრე მადლთა მისთაჲ, რამეთუ სარ...