თარგმანი: ესე წვალებაჲ არს სიმონიანთაჲ, რომელნი სხუად იტყოდეს იესუს და სხუად ქრისტეს, რამეთუ იესუდ იტყოდეს მარიამისგან შობილსა, ხოლო ქრისტედ — სახითა ტრედისაჲთა იორდანეს გარდამოსრულსა. ამისთჳს შეიჩუენებიან და სახელითა ტყუილისა მამისა ეშმაკისაჲთა განიქიქნებიან, ვითარცა საქმით და სიტყჳთ მობაძავნი მისნი.
1 იოანე 2:22
21. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის.22. ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი.23. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს.
1 იოანე თავი 2