მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 2:23

22. ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი.23. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს.24. ამრიგად, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დე, დარჩეს თქვენში, რადგან თუ ის, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დარჩება თქვენში, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში.
1 იოანე თავი 2
23. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს.
თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესე არს ანტიქრისტე, რომელმან უარ-ყოს: მამაჲ და ძე. ყოველმან რომელმან უარ-ყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა (2,22-23).:

თარგმანი: კუალად სხუანი მწვალებელნი გამოჩნდეს, რომელნი სხუად იტყოდეს მამასა ღმერთსა და კუალად თჳსაგან უსახელოდ მისგან მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. ესენიცა სამართლად შეიჩუენებიან, რამეთუ მამისა თანა ძესაცა უარ-ჰყოფენ, რაჟამს ლიტონად კაცად აღიარებდენ მას და არა, ვითარ-იგი არს, —ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის