თარგმანი: ამას დაუდებს საზღვრად შჯულთა კეთილად მორწმუნეობისათა, ვითარმედ: უკუეთუ უცვალებელად იპყრან მოძღურებაჲ მართლმადიდებლობისაჲ, განუყოფელ იყვნენ იგინი მახლობელობისაგან მამისა და ძისა, რომელი-ესე არს თავი აღთქუმათაჲ, რომელი-იგი ქრისტემან თქუა, ვითარმედ: რომელმან სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე. და ჭეშმარიტად მახლობელობაჲ ღმრთისაჲ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
1 იოანე 2:24
23. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს.24. ამრიგად, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დე, დარჩეს თქვენში, რადგან თუ ის, რაც დასაბამიდან გსმენიათ, დარჩება თქვენში, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში.25. ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, არის საუკუნო სიცოცხლე.
1 იოანე თავი 2