თარგმანი: შვილებაჲ ესე მადლით მოგჳღებიეს ნათლისღებისა მიერ, მონიჭებითა ჩუენდა სულისა წმიდისაჲთა. ამისთჳს სოფელი, რომელ არიან ბოროტნი კაცნი ზოგად, უმეცარ არიან ჩუენდა და მისდა, რომელმან-იგი სოფლით მიწოდნა ჩუენ შვილებასა მას ზეცისასა.
1 იოანე 3:1
...შინ, როცა ჩვენც წინასწარ ვაჩვენებთ ჩვენსავე წილს.
რადგან ის, რაც გვაღაღადებს: „რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო!“ (), თვითონვე დებს ჩვენში მისდამი სიყვარულსაც და მოყვასისადმიც; როგორც ამბობს: „რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას“ (); რადგან სიყვარული ძლისაგან და უშიშრობისაგან იშობა. რადგან მეგობრობას ისე არაფერი შლის, როგორც მოშიშება და გამცემლობის სახელი. რადგან, როგორც ამბობს, „არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ“ (). ან კეთილგონიერებას გონებისა და სულის სიჯანსაღეს უწოდებს, ან „კეთილგონიერებას“ იმ აზრით ამბობს, რომ ჩვენ გონს მოვეგოთ, თუნდაც რაიმე საშინელი მოხდეს, რათა მან შეგვაგონოს და ზედმეტი რამ მოკვეთოს. ამიტომ ნუ ვიტანჯებით იმ საშინელებათა გამო, რომლებიც შეგვემთხვევა; ეს არის კეთილგონიერება. როგორც ამბობს: „ნუ იჩქარებ განსაცდელის ჟამს“ (...
...ოროტი მძლავრობს.
სიყვარულის მქადაგებელი წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ბნელშია აქამდე“ (). „ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (). „თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა; რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“ ().
„საყვარელნო, გიყვარდეთ ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია“ ().
მართალია, ძნელია, შეიყვარო ის, ვინც ტკივილი მოგაყენა, შეურაცხგყო, ცილი დაგწამა ან გაგიმეტა, მაგრამ ფაქტია, უეჭველად დამღუპველი გზით მიდის ის, ვინც შუღლს კიდევ უფრო აღრმავებს, ვინც ურთიერთდაპირისპირებას ამწვავებს და მტრობას აძლიერებს, ვინც არ აკვირდება და არ მუშაობს საკუთარ გრძნობებზე, გულსა და გონებაზე, რათა უარყოფითი დამოკიდებულება და ემოციები დადებითით შეც...