მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოანე 3:2

1. ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ: ქვეყანა იმიტომ არ გვიცნობს, რომ ვერ იცნო იგი.2. საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის.3. ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა.
1 იოანე თავი 3
2. საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის.
თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ, და არღა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავს მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა-იგი არს (3,2).:

თარგმანი: ვინაჲთგან ვიდრე-ესე ჴორცთაღა შინა ვიყვნეთ, დაღაცათუ შვილებისა მადლსა ღირს-ვიქმნნეთ, არამედ უცნაურ არს ჩუენდა, თუ რაჲ ყოფად ვართ, რამეთუ საშიშ არს, ნუუკუე განვვარდეთ შვილებისაგან და მკჳდრობისა საუკუნეთა კეთილთაჲსა, ბოროტად შთავრდომითა მთხრებლსა ცოდვისასა; ხოლო უკუეთუ ვიდრე აღსასრულამდე დავიცვათ ცხებულებაჲ და ჩინებულებაჲ, და განმზადებულნი დავემთხჳნეთ დღესა მას დიდებით მეორედ მოსლვისა მისისა, რაჟამს-იგი ვიხილოთ, ვითარ იგი არს არა თუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა, რომელი-იგი უხილავ არს, არამედ მითვე ჴორცითა, რომლითა-იგი ამაღლდა ჩუენგან, და რომლითა კუალად მომავალ არს განშჯად სოფლისა.

მაქსიმესი: გესმას რაჲ იოვანესგან, ვითარმედ: "არღა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ" (), თანა-შეატყუ პავლესსა მას, რომელ იტყჳს: "აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვცნა, ვითარცა შევემეცნე" (). რამეთუ ესრეთ ორნივე ესე ზოგად გუაუწყებენ, ვითარმედ აწინდელი ესე ცნობაჲ მცირე არს და უსრულ მერმესა მას თანა, არღარა ვითარცა სარკითა, არამედ პირსა პირისპირ ხედვასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის